იტვირთება. გთხოვთ, დაელოდოთ...
მთავარი
წესები
დახმარება
რეკლამა
კონტაქტი
კონკურსი
Real Sociedad - Real Madrid
"ლა ლიგა" 36-ე ტური
Preview
26.05.2013 22:00
Real Madrid 1-2 Atletico Madrid
"კოპა დელ რეი" ფინალი
Review
17.05.2013 23:30
ცხრილი
ბომბარდირები
№
მოთამაშე
1
მესი
44
4
2
რონალდუ
34
6
3
ფალკაო
27
8
4
ნეგრედო
14
2
5
რ. კასტრო
13
1
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა
კმაყოფილი ხართ თუ - არა მოურინიოს წასვლის გადაწყვეტილებით?
კი
არა
სტატისტიკა
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
|
დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
მთავარი
News
სიახლეები
ოფიციალური
არაოფიციალური
ტრანსფერები
ინტერვიუ
ერ. ნაკრებები
წინასამატჩო
სტატისტიკა
ისტორია
კლუბის ისტორია
სტადიონის ისტორია
ლეგენდები
პრეზიდენტები
მწვრთნელები
რეკორდები
ტიტულები
ჰიმნი
ისტორიული დღეები
გუნდი
შემადგენლობა
კასტილია
აკადემია
საკალათბურთო გუნდი
სეზონი
ლალიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
ცხრილები
ლა ლიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
მიმოხილვა
მულტიმედია
სურათები
ვიდეო
Facebook
Chat
ონლაინი
საიტზეა სულ: 87
სტუმრები: 78
მომხმარებლები:
KingArman
,
goga923
,
ლევანი
,
R.M.A-Ronaldo7
,
gizuna777
,
besika
,
I Am Madridista.
,
NaMe.
რობოტები:
robot Bot
ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან
"სანტიაგო ბერნაბეუს" ისტორია
გასული საუკუნის დასაწყისში მიწის ნაკვეთზე, რომელიც მარმარილოთი მოვაჭრეს ეკუთვნოდა, მოთამაშეთა ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა "საფეხბურთო კლუბ მადრიდს". 1901 წელს ფეხბურთელები ახალ, თავისუფალ ფართში გადავიდნენ, მადრიდის ძველი არენის გვერდით. 1912 წელს მათ კიდევ ერთხელ შეიცვალეს ადგილი და "ო'დონელის" ქუჩაზე მდებარე მინდორი სულ მალე მადრიდის საუკეთესო სტადიონად აქციეს.
1924 წელს, "სიუდად ლინეალის" ველოტრეკზე გატარებული მცირე დროის შემდეგ, კლუბმა "ძველი ჩამარტინის" აშენება გადაწყვიტა, რომელიც 15 000 ადამიანისთვის იქნებოდა გათვალისწინებული. მადრიდის "რეალმა" იქ 23 წლის განმავლობაში ითამაშა.
პრეზიდენტ სანტიაგო ბერნაბეუს ინიციატივა ახალი, 100 000 გულშემატკივრისთვის გათვლილი სტადიონის აშენების შესახებ მაშინდელმა საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა, როგორც სწრაფვა ფუფუნებისკენ. ახალი არენა ძველის ნანგრევებზე აიგო. ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გადალახვის შემდეგ "ახალი ჩამარტინი" 1947 წელს გაიხსნა.
"ახალი ჩამარტინის" მშენებლობა ინაუგურაციიდან შვიდ წელიწადში დასრულდა, ამ დროისთვის ის იტევდა 125 000 ადამიანს. ერთი წლის შემდეგ სტადიონს სახელი შეეცვალა და "სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტის სახელი. მომდევნო პერიოდში "მადრიდის" არენამ მრავალ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. 1978 წელს, 82 წლის ასაკში, მოქმედი პრეზიდენტის პოსტზე გარდაიცვალა სანტიაგო ბერნაბეუ. იგი ვეღარ მოესწრო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს.
კლუბმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სტადიონის ინფრასტრუქტურაში 1982 წლის მუნდიალისთვის. 1990 წელს "სანტიაგო ბერნაბეუ" კიდევ ერთხელ განაახლეს, ამჯერად გაცილებით მასშტაბურად. 1997 წელს ლეგენდარული პრეზიდენტის სახელობის არენამ 50 წლის იუბილე აღნიშნა.
1998 წელს "რეალმა" დაიწყო რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სტადიონის ყველა სტრუქტურის მოდერნიზაციას, მისი უფრო კომფორტულად ქცევის მიზნით. იმავე დროს გადაწყდა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ" მთელი წლის განმავლობაში ღია ყოფილიყო. სულ მალე სამეფო კლუბის საშინაო არენას ელიტური სტადიონის ტიტული მიენიჭა.
2007 წლის 14 ნოემბერს "უეფამ" მადრიდის "რეალს" შეატყობინა, რომ სურდა, "სანტიაგო ბერნაბეუ" ელიტურ სტადიონთა სიაში შეეტანა. ეს საუკეთესო საჩუქარი იყო არენისთვის, რომელიც ერთი თვის შემდეგ 60 წლის ხდებოდა. ამ გადაწყვეტილებით "უეფამ" დააჯილდოვა კლუბი დაუშურებელი ინვესტირებისა და კარგი ორგანიზაციული ნიჭის გამო.
იმისთვის, რომ გასაგები გახდეს "სანტიაგო ბერნაბეუს" მაგიური ძალა, საკმარისია თვალის გადავლება ჩვეულებრივი სათამაშო დღისთვის. სტადიონს 2500 - ზე მეტი ადამიანი ემსახურება, რათა ყველაფერი იდეალურად იყოს. წლების განმავლობაში გულშემატკივრებისთვის შეთავაზებული სერვისი შეიცვალა, მაგრამ თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მათი კლუბისადმი სიყვარული არსად გამქრალა.
სტადიონზე არსებული ატმოსფერო განუმეორებელია. კლუბმა შეძლო გაეერთიანებინა მსოფლიოს ყველაზე დიდებული სტადიონების საუკეთესო ელემენტები, რათა გულშემატკივართა მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. "სანტიაგო ბერნაბეუ" ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკის უახლესი მიღწევებითაა აღჭურვილი.
კლუბი უკვე ზრუნავს სტადიონის მომავალზე - ხელმძღვანელთა საბჭომ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "რეალ მადრიდ სითისთვის". "ბლანკოსის" მემკვიდრეობითი პოლიტიკა უამრავ შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციასა და მის წევრებს, რომლებიც ყოველთვის მიიღებენ პრივილეგირებულ მომსახურებას სოციალური კლუბის ეგიდით - კლუბის, რომლის კარიც ღიაა ყველასთვის, ვინც მადრიდის "რეალის" ფილოსოფიასა და ფასეულობებს იზიარებს.