ვინიციუსი შეუჩერებელია » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ვინიციუსი შეუჩერებელია

ვინიციუსი შეუჩერებელია

ვინიციუს ჯუნიორის გაჩერება ყველას უჭირს..

დღევანდელ გამართულ ვარჯიშზე, რომელიც "ვალდებებასის" სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა, "Marca"-ს ჟურნალისტი ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ ვინიციუსის შეჩერება შეუძლებელია, იგი ბურთთან მინდორზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

"მე ვნახე ახალგაზრდა მარსელო, ახალგაზრდა ვარანი და დღეს ვუყურე ვინიციუსს, დამიჯერეთ, რომ მას უდიდესი მომავალი აქვს. მისი შეჩერება შეუძლებელია. ამ ბიჭს ყველაფერი გააჩნია, აქვს დიდებული ტექნიკა, არის სწრაფი და ამასთანავე შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა", - განაცხადა "Marca"-ს ჟურნალისტმა.

დიდი ალბათობით ვინიციუსი პირველ გუნდში დაიწყებს სეზონს, რადგან იგი ყოველ ვარჯიშზე უმატებს და სამწვრთნელო შტაბის გაკვირვებას იწვევს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}