"რეალი" დაიმატებს 9 ნომერს? » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" დაიმატებს 9 ნომერს?

სამეფო კლუბში კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის ძიებაში არიან.

რონალდუმ დატოვა მადრიდის "რეალი", რომელსაც სეზონში 50-ზე მეტი გოლი გაქონდა და მთავარი კითხვა, ვის დაიმატებენ მადრიდელები ამ ზაფხულს? ვინ იქნება ძირითადი ბომბარდირი? სურს კლუბს იმავე ტემპით განაგრძოს ტიტულების მოგება, როგორც ამას ბოლო 5 წლის განმავლობაში აკეთებდა? ამიტომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ეყოფათ, თუ არა ბეილისა და ბენზემას გოლები, ან ისეთი მოთამაშეების, როგორებიც არიან ლუკას ვასკესი, მარკო ასენსიო, ვინიციუსი, ისკო, დე ტომასი, ან ბორხა მაიორალი? შეძლებენ ისინი კრიშტიანუს ჩანაცვლებას? ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა იპოვოს ახალი 9-იანი, ვინ იქნებიან ისინი?

გასული სეზონი ბენზემამ საშუალო დონეზე ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა 47 მატჩში. ბეილს ოდნავ უკეთესი სეზონი გამოუვიდა 21 გოლი და 6 საგოლე გადაცემა 39 მატჩში. ორივემ ერთად 33 გოლი გაიტანა, იმ დროს, როდესაც რონალდუმ 44 გოლით დაასრულა სეზონი. შესაბამისად, ფიქრი იმაზე, რომ ახალ სეზონში უკეთესი იქნება ბეილი-ბენზემას წყვილი, ცოტა სარისკოა.

სატრანსფერო ბაზარს გადავხედოთ, ვის შეუძლია სეზონში სტაბილურად 30-ზე მეტი გოლის გატანა? იმის გათავალისწინებით, რომ აზარი ძალიან მალე შესაძლოა "თეთრების" რიგებში ვიხილოთ, ის არ არის ასეთი ბომბარდირი. ასეთები უფრო შემდეგი კანდიდატები არიან: მაურო იკარდი, ჰარი კეინი და როდრიგო, რომლებიც არანკლებ 100 მილიონი ევრო ღირს.

რა თქმა უნდა, მაიორალის იმედზეც შეიძლება ყოფნა, რომელმაც გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა, ასევე ახალწვეული, რაულ დე ტომასის, რომელმაც გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა "რაიო ვალეკანოს" რიგებში და მადრიდული კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

გარდა ამისა, არავინ განიხილავს მარიანოს და მორატას დაბრუნებას. როგორც სჩანს, ეს ვარიანტები უფრო რთულია. ერთი რამ ნათელია, რომ "ბლანკოსმა" დაკარაგა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და უახლოეს მომავალში უნდა იპოვოს მისი შემცვლელი.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}