ორი გენია - ორი ეპოქა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ორი გენია - ორი ეპოქა

ორი გენია - ორი ეპოქა

შევადაროთ ორი გენიის ეპოქა ერთმანეთს..

ყოველთვის არის დისკუსია, თუ ვინ არის მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო პრეზიდენტი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. წავიკითხე არაერთი სტატია და კომენტარი, რომლისგანაც დამრჩა კონკრეტულად ეს აზრი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ამომეხსნა ეს საიდუმლო და ვეძებდი პასუხს, თუმცა ამაოდ. მადრიდის "რეალის" ისტორიაში ვინ უფრო დიდი პრეზიდენტია, სანტიაგო ბერნაბეუ, თუ ფლორენტინო პერესი? კლუბის ისტორიაში ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ალფრედო დი სტეფანო, თუ კრიშტიანუ რონალდუ?

მოდით დავიწყოთ შედარება და დასკვნები ერთად გამოვიტანოთ.

ორი გენია - ორი ეპოქა


ბერნაბეუ და პერესი

- ბერნაბეუ "რეალს" 35 წელი მართავდა, პერესი 15 წელია მართავს.
- ბერნაბეუმ 6-ჯერ მოიგო "ჩემპიონთა ლიგა", პერესმა 5-ჯერ.
- ბერნაბეუმ 16 "ლა ლიგა" მოიგო, პერესმა 4.
- ბერნაბეუმ 1 საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, პერესმა 4 საკლუბო მუნდიალი.
- ორივეს პრეზიდენტობის დროს გახდა საკალათბურთო გუნდი ჩემპიონი.
- ბერნაბეუმ სიმბოლური სტადიონი ააშენა, პერესმა ყველაზე პრესტიჟული სპორტული ბანაკი.
- ბერნაბეუმ "რეალი" დაარეკლამა საუკეთესოდ მსოფლიოში, პერესმა კლუბი გაკოტრებას გადაარჩინა მიმდინარე საუკუნის დასაწყისში.
- ბერნაბეუ წინააღმდეგობას უწევდა ფრანკოს დიქტატორობას, ფლორენტინო ნავთობის მაგნატებს ებრძვის.
- ფაქტი ერთია, ორივე პრეზიდენტი ცდილობდა დიდი ვარკსვლავების და საუკეთესოების შეკრებას კლუბში.

ორი გენია - ორი ეპოქა


დი სტეფანო და რონალდუ

- დი სტეფანომ მოიგო 5 "ჩემპიონთა ლიგა", რონალდუმ 4 ("რეალში").
- დი სტეფანომ მოიგო 8-ჯერ "ლა ლიგა", რონალდუმ 2-ჯერ.
- დი სტეფანომ მოიგო 17 ტიტული, რონალდუმ 16,
- დი სტეფანომ გაიტანა 308 გოლი, რონალდუმ 450.
- დი სტეფანო იბრძოლა "ბარსასთან" კუბალისთან, რონალდუ მესისთან.
- დი სტეფანო თამაშობდა პუშკაშის, ხენტოს, სანტილიანას, კოპას და რიალის გვერდით, რონალდუ თამაშობდა მოდრიჩის, რამოსის, მარსელოს, ბენზემას და ბეილის გვერდით.
- დი სტეფანომ არაერთი ომიანი გზა გამოიარა, რონალდუს ჰქონდა უფრო მარტივი და ფულიანი გზა.
- დი სტეფანო იყო გუნდური მოთამაშე, მას შეეძლო დამდგარიყო და ეთამაშა მცველად, რონალდუ ყოველთვის შეტევაზე იყო ორიენტირებული და ყოველთვის სურდა ყოფილიყო პირველი ფეხბურთელი.

ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ არ ვიცი რომელი რით გამოვარჩიო და რომელი დავაყენო პირველ ადგილას. ერთი ეჭვგარეშეა, რომ მათ ისტორია დაწერეს და ეპოქები შექმნეს. რას გვაძლევენ მათი გვარები? მემკვიდრებას.

სურვილისამებრ დააკომენტარეთ რომელმა ფეხბურთელმა და პრეზიდენტმა ითამაშა "რეალის" წარმატებაში დიდი როლი და რომელი იყო საუკეთესო, თავისი მიღწევებით - ბერნაბეუ და დი სტეფანო, თუ პერესი და რონალდუ.

რეკლამა

{რეკლამა}