იტვირთება. გთხოვთ, დაელოდოთ...
მთავარი
წესები
დახმარება
რეკლამა
კონტაქტი
კონკურსი
Kuwait 0-2 Real Madrid
ამხანაგური მატჩი
Preview
16.05.2012 21:15
Real Madrid 4-1 Mallorca
ლა ლიგა, 38-ე ტური
Review
13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
№
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?
კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა
სტატისტიკა
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
|
დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
მთავარი
News
სიახლეები
ოფიციალური
არაოფიციალური
ტრანსფერები
ინტერვიუ
ერ. ნაკრებები
წინასამატჩო
სტატისტიკა
ისტორია
კლუბის ისტორია
სტადიონის ისტორია
ლეგენდები
პრეზიდენტები
მწვრთნელები
რეკორდები
ტიტულები
ჰიმნი
ისტორიული დღეები
გუნდი
შემადგენლობა
კასტილია
აკადემია
საკალათბურთო გუნდი
სეზონი
ლალიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
ცხრილები
ლა ლიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
მიმოხილვა
მულტიმედია
სურათები
ვიდეო
Facebook
ჩათი
ონლაინი
საიტზეა სულ: 5
სტუმრები: 1
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები:
Google Bot
,
Google Bot
,
crawl Bot
,
Yandex Bot
ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან
ბენზემას 5 გაელვება
კარიმ ბენზემა ფრანგული გამოცემა "France Football"-ის მიხედვით, საუკეთესო ფრანგ მოთამაშედ დასახელდა...
"France Football"- ის ჟიურის გადაწყვეტილებით, მადრიდის "რეალის" ფორვარდი ბენზემა საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი გახდა. ჰოდა, ფრანგულმა გამოცემებმა ბენზემას ძველი მატჩები გაიხსენეს და ის 5 მათგანი გამოკვეთეს, რომლებშიც კარიმი შესანიშნავად თამაშობდა. მაშ ასე, დავიწყოთ:
ეპიზოდი № 1. ამხანაგური მატჩი: საფრანგეთი - ბრაზილია (1-0). 9 თებერვალი.
მან მოახერხა გოლის გატანა ინგლისის ნაკრებთან "უემბლიზე", ამის შემდეგ გავიდა სამი თვე და ბენზომ კიდევ ერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა «les Bleus»- ის რიგებში, ამჯერად კი ბრაზილიასთან. ამ მატჩში კარიმი საკმაოდ პროდუქტიული იყო: სწორედ მის გამო გააძევეს ერნანესი მოედნიდან, შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი და, რაღა თქმა უნდა, გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე მენეზის შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ. ეს კარიმისათვის მესამე გოლი გახდა ზედიზედ სამ სეხვედრაში "მამლების" რიგებში. ამგვარი რამ ბოლოს ტრეზეგემ შეძლო 2003 წელს. ყველაფერი ცხადი გახდა - ყველა დარწმუნდა, მათ შორის ყველა ფრანგი, რომ ნაკრებში ნომერ პირველი ფორვარდი გამოჩნდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბლანმა ბენზემასთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა: "მისი ყოველი შეხება ბურთთან ხიფათის შემცველი იყო. დღეს კარიმმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა".
ეპიზოდი № 2. 2010/11 წწ. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი: "ლიონი" - "რეალი" (1-1). 22 თებერვალი.
ბენზემა ამ პერიოდში იმის დამტკიცებას ცდილობდა ჟოზე მოურინიოსთვის, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა და სულაც არ გააჩნდა ტყუილი და გადამეტებული პრეტენზია. "სტად ჟერლანზე" თამაში მისთვის ადვილი არაა, რასაკვირველია. მაგრამ მან მაინც მოახერხა გუნდის დახმარება ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში. იგუაინის ტრავმის გამო, ჟოზემ გუნდში ემანუელ ადებაიორი მოიყვანა, რაც, ნაწილობრივ, იმასაც ნიშნავდა, რომ პორტუგალიელი ფრანგის იმედზე ბოლომდე არ იყო, თანაც ის გუნდში ერთადერთი ნომინალური თავდამსხმელი გახდა. მან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, შემდეგ შემოვიდა ტოგოელის ნაცვლად და 43 წამში თავის ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა. ჟოზემ კი, კარიმის შესაფერი თამაშის დარად, შეაქო შეგირდი და აღნიშნა მისი "ევოლუცია და მიღწევა". მოთამაშემ მოუს ნდობა გაამართლა, მან ხომ მომდევნო 5 სეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ეპიზოდი № 3. "ლა ლიგის" მე-3 ტური: "რეალი" - "ხეტაფე" (4-2). 10 სექტემბერი.
კარიმი - დუბლის ავტორი შეიქმნა (მე-13 წუთზე 1-0 და შემდეგ 3-1 69-ეზე). სწორედ ეს ორი გოლი გახდა მისი პირველი გოლები ესპანეთის პრიმერას ახალ სეზონში. ისინი გზავნილებივით იყვნენ, "მზად ვარ შრომისა და შეტევისთვის!". ბენზემა მოედანზე თავისი ნიჭისა და თავგანწირვირვის მიქსს ახდენდა, თავის შრომას ბრწყინვალება მიანიჭა. "ლოს ბლანკოსის" "ცხრიანი" თავისთვის საჭირო ქულებს იწერდა. მოედანი ოვაციების ფონზე დატოვა 89-ე წუთზე. მისადმი რომ ნდობა არსებობს კლუბისა და თავად ჟოზეს მხრიდან, უკვე ეჭვს აღარ იწვევს. "ის ძალიან შეიცვალა. მგონია, რომ მისი გადაცემები, უბრალოდ, ფანტასტიკურია", - შეაქო ჟოზემ ბენზემა. მისი როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზარდა...
ეპიზოდი № 4. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური: "რეალი" - "აიაქსი" (3-0). 27 სექტემბერი.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბენზემას თამაში ევრო არენაზე უფრო გამოსდის. ასე იყო "აიაქსთანაც". «KB9»- ამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანა უფრო ეხერხება (სულ 23 გოლი 23-წლის მოთამაშესთვის). ჰოლანდიელებთან შეხვედრისას ყველა დარწმუნდა, რომ გუნდს შესანიშნავად შეუძლია კონტრშეტევაზე თამაში. კარიმი კოლექტიური თამაშის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ, სწორედ მან მიაწოდა პასი რონალდუს, ამ უკანასკნელმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა, ცხადია, მთლიანი კონტრშეტევის გათვალისწინებით. ცოტა ხნის შემდეგ მან თავადაც გაიტანა და განიმტკიცა ადგილი ძირითადში. ეს მატჩიც ჩაიწერა მის აქტივში.
ეპიზოდი №5. "ლა ლიგის" მე-16 ტური: "რეალი" - "ბარსელონა" (1-3). 10 დეკემბერი.
მადრიდულმა კლუბმა ვალდესის, ხოლო შემდეგ ბუსკეტსის შეცდომით ისარგებლა, 22-ე წამზე კი ბენზემამ გოლი გაიტანა და "ელ კლასიკოების" ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მან გოლის გატანა მეტოქის შეცდომის წყალობით მოახერხა, მან ეს გოლი, მართლაც, დაიმსახურა მისი ელეგანტურობის, შრომისმოყვარეობის და ბრწყინვალების გამო. ესპანურმა მასმედიურმა საშუალებებმა ფრანგი ფორვარდი ერთხმად დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამეფო კლუბის მხრიდან. მან მორიგი "კლასიკო" დათმო ამ წელს, მაგრამ დაიმსახურა პატივისცემა და დადებითი შეფასება., ის ხომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ხასხასა მინდორზე მადრიდელებიდან ნათელი წერტილი იყო და, შეგვიძლია ვთქვათ - ბევრმა ჩააგდო ეს თამაში, მაგრამ ამას ფრანგზე, მგონი, ვერ ვიტყვით, არა მხოლოდ გოლის გამო...
თავად კარიმი გასულ წელზე შემდეგნაირად ამბობს: "ჩემთვის 2011 წელი მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა, როგორც "რეალის", ისე ნაკრების რიგებში. ასეთი წოდების მოპოვება კი ჩემთვის დიდი პატივია და ამით კმაყოფილი ვარ. როცა ვხედავ მოთამაშეებს, რომლებმაც ადრე ეს ჯილდო მიიღეს, ზიდანს, ანრის და სხვებს, დიდ საიმაყეს ვგრძნობ იმის გამო, რომ ამ მოთამაშეებმა საშუალება მომცეს, მოვმხვდარიყავი ლაურეატებს შორის".
აშკარაა, რომ კარიმი კლუბისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. იტანს გოლებს, თანაგუნდელებსაც ეხმარება, აქვს დიდი მონდომება და რაც მთავარია - მან ჟოზეს დიდი ნდობა მოიპოვა, რომელიც მას დიდი ხანი აკლდა...
P.S - ჩემი მე-900 სტატია
Tweet
| ნანახია: 1162 | ავტორი:
FC.GuKá
| თარიღი:
3-01-2012, 23:21
|
კომენტარი (24)
| |
# 1
ana barca
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1070
ბოლო მატჩი ულამაზესი ულეგანტურესი გოლი გაიტანა
ისე არაა ცუდი ტიპი
| |
# 2
Arjen...
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:19 | კომენტარები: 3634
FC.GuKá
მალე 1000ს მოგილოცავთ :))
ჰალა ბენზო =))
| |
# 3
Sergio Ramos 4
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 551
ყველაზეე მაგარი ფორვარდიი
FC.GuKá
გილოცააავ უფრო ბევრი დაგეწეროს : X
| |
# 4
ako_nemso
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1392
სგ ავტორ !
| |
# 5
José Gutiérrez
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 94
ბენზოოო მაგარია იგუს მირჩევნია კლასით და შესრულებით
| |
# 6
lakers
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 2841
კაი კაცი ხარ ბენზო :))
FC.GuKá
მალე 901-ე მომელოცოს :D
| |
# 7
Lev_RMA
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 243
მაგარი კაცია
FC.GuKá
გილოცავ მე 900 ე სტატიას
| |
# 8
marikuna
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1888
ველოდი ქართულად ამ სტატიას :DD მომილოოცავს გურიკკ მშვენიერი 900 სტატია და 1000 ხომ იციი ვისზეც უნდა დაწეროო?? :D :PP
2 და 5 ეპიზოდებიიი
| |
# 9
Dat.
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:13 | კომენტარები: 3504
მალე 1000 მოგველოცოს )
| |
# 10
benzosmeuglee
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 208
ჩემო სიყვარულო არ იცი როგორ მიყვარხარ?მართლა ყველას სჯობიხარ ჩემო ბენზო ჩემო სიყვარულო რახანია ველოდებოდი მასზე დაწერილიყო რამე და დაიწერაა გენაცვალე შენ რეალსი საუკეთესო ხარ შენი იმედი მაქვს და სულ შენს იმედზე ვიქნები ყოველი გოლი რაც კი გაგიტანია ყველა მაქვს და ვინახაავ რომ როცა გნახავ გაანახო მიყვარხარ
| |
# 11
lakers
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: benzosmeuglee
ჩემო სიყვარულო არ იცი როგორ მიყვარხარ?მართლა ყველას სჯობიხარ ჩემო ბენზო ჩემო სიყვარულო რახანია ველოდებოდი მასზე დაწერილიყო რამე და დაიწერაა გენაცვალე შენ რეალსი საუკეთესო ხარ შენი იმედი მაქვს და სულ შენს იმედზე ვიქნები ყოველი გოლი რაც კი გაგიტანია ყველა მაქვს და ვინახაავ რომ როცა გნახავ გაანახო მიყვარხარ
| |
# 12
ninusa96
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:3 | კომენტარები: 548
ვოჰოოუ კარგი სტატიაა ძალიიან = )) ბენზოო <3
P.S - ჩემი მე-900 სტატია
ყოოჩაააღ გუუროო, სულ მეტიი და მეტიიი სტატიეები დაგეწეროოს.. ვამაყობთ შენიით
| |
# 13
CR7.RK8.
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 220
benzosmeuglee
,
ადმინისტრაციასთაან ჩივილს აღაარ აპირეებ ?
ბენზოოო მაგარიი კაციი ხაარ
| |
# 14
ronaldo_99
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 198
ბენზო მაგარიაა
| |
# 15
Raul.G.B.7
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 61
აუ აიაქსთან პროსტა მაგარი შეასრულეს სულ ეგეთები რომ აკეთონ ვინ გააჩერებს მაგათ , და რატომ არ ცდილობენ გუნდურ თამაშს ვერ გავიგე რა, სულ ინდივიდუალურად ყომარობენ რაც ცუდია. მაგიტომაც გვიგებს ბარსელონა პასები, პასები პასები და გოლ .. ტაქტიკა უნდა შეცვალონ და გუნდურად უნდა შეთამაშდენ .. ასე ვფიქრობ და რა ვქნა მგონი მართალიცაა :)
| |
# 16
amiko_amiko90
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 175
ყველაზე მაგარი. ისე ბარსასთან ბოლო თამაშსაც გამოვარჩევდი. საუკეთესო იყო.
| |
# 17
mowyenili winda 99
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 141
| |
# 18
temo
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 22
https://apps.facebook.com/214489451965450/index.php?id=479
გეხვეწებით ეს სურათი დაალაიკეთ
https://apps.facebook.com/214489451965450/index.php?id=479
გეხვეწებით ეს სურათი დაალაიკეთ
| |
# 19
FC.GuKá
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:147 | კომენტარები: 149
გაიხარეთ, მადლობა ყველას ))
| |
# 20
mcaree
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 86
კაი ხარ.აი კლასიკოში მართლა გამორჩეულად ითამაშა.რონალდოს კიდევ ნაღდი საგოლე პასი გაუჩითა იმ ქათამს რომ არ გაემაზა
| |
# 21
zelo7r7
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 404
კარგი თავდამსხმელია და დამსახურებულად თამაშობს ძირითადში.
| |
# 22
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: benzosmeuglee
ჩემო სიყვარულო არ იცი როგორ მიყვარხარ?მართლა ყველას სჯობიხარ ჩემო ბენზო ჩემო სიყვარულო რახანია ველოდებოდი მასზე დაწერილიყო რამე და დაიწერაა გენაცვალე შენ რეალსი საუკეთესო ხარ შენი იმედი მაქვს და სულ შენს იმედზე ვიქნები ყოველი გოლი რაც კი გაგიტანია ყველა მაქვს და ვინახაავ რომ როცა გნახავ გაანახო მიყვარხარ
აქ მედიცინაც უძლურია
| |
# 23
kenko
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 12
საფრანგეთს ჰყავს ბენზემაზე უკეთესი ფეხბურთელები მაგალითად რიბერი და ტიერი ანრი
| |
# 24
LOMJARA
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 28
მიყვარხარ ბენზოოოოოო
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში
სტუმარი
, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.