"მეამაყება, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ" » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 5
სტუმრები: 1
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები: Google Bot, Google Bot, crawl Bot, Yandex Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

ჟოზე მოურინიო რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს შეხვდა და ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. მაშ ასე, პორტუგალიელი სპეციალისტის ინტრევიუ ოფიციალურ საიტთან...

როგორ გაატარეთ საშობაო არდადეგები ?
როგორც ყოველთვის, კარგად. ცოტა ხნით პორტუგალიაში და პარიზში ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა ოჯახთან ერთად. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მზად ვარ მუშაობას შევუდგე.

ექვსი თვე გავიდა, მას შემდეგ რაც ამ სეზონისთვის მზადება დაიწყეთ ლოს-ანჯელესში. ახლა, თქვენი გუნდი "ლა ლიგის" 16 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება, ასევე "ჩემპიონთა ლიგაზე" "რეალის" ისტორიაში საუკეთესო შედეგი გქონდათ, ადვილად გადალახეთ თასის მატჩი "პონფერადინასთან", ეს ის არის რაც თქვენ გინდოდათ ? ასე გინდათ გუნდმა ჩაამთავროს წელი ?
გუნდმა ამ სეზონში თავის დასახულ მიზანს მიაღწია, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა არ გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ტიტულები უკვე მოგებული გვაქვს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი, რასაც ტიტულები აუცილებლად მოჰყვება. მე მინდა განვაცხადო, რომ წელს საოცარი სეზონი გვაქვს, ჩვენი კონკურენტი შესანიშნავ ფორმაშია და არც სხვა გუნდები ჩამოგვრჩებიან. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია "ჩემპიონთა ლიგა". ჯგუფური ეტაპი ერთი შეხედვით ადვილად დავძლიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. "კოპა დელ რეის" მატჩსაც სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ქვედა დივიზიონიდან გვყავდა. შარშანაც, ასე დავიწყეთ "მურსიასთან", გუნდი თითოეულ მეტოქეს სრული პასუხისმეგლობით უდგება და სამივე ტურნირს თანაბრად აფასებს.

ვინმეს დაიმატებთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ?
არა, არავის დამატებას არ ვაპირებთ. სატრანსფერო ფანჯარა მთელი ერთი თვის განმავლობაში იქნება ღია. მე მესმის, რომ პრესა ავრცელებს ინფორმაციას თითქოს ვიღაცის ყიდვას ვაპირებთ, მაგრამ, ასე არ მოხდება. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე, ნელ-ნელა ჩვენი გუნდი შენდება და შესანიშნავი შემადგენლობა გვეყოლება. ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია, არცერთი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ და ამას არც მომავალში ვგეგმავთ.

სეზონის დასრულებამდე ხუთი თვე დარჩა, რას მოელით ამ სეზონისგან ?
პირველ რიგში, მინდა, რომ სამივე ტურნირზე კარგად ვიასპარეზოთ. არ მინდა, რომელიმე ტურნირი ნაადრევად დავტოვო. ახლა გუნდი ფსიგოლოგიურად გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე შარშან. ჩვენ ჯერ ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს. მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, თანაც ისინი ყოველდღიურად აუმჯობესებენ შედეგს. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ, ჩემს ბიჭებს არ დაუკარგავთ შემართება და ამბიციები ტიტულებისამდი, მე ეს ძალიან მომწონს და ვაფასებ.

გუნდი ისე თამაშობს, როგორც თქვენ გინდათ ?
დიახ, გუნდი კარგად გამოიყურება. ზოგიერთი ადამიანი ამბობს რომ ასე არაა, და ჩვენ მხოლოდ შედეგზე ვთამაშობთ, მაგრამ ეს დიდი ტყუილია, ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ვახარებთ ფანებს. "ბლანკოსის" ყველა მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუ" სავსეა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი თამაში. ასევე არანაკლებ მნიშვენლოვანია გასვლითი შეხვედრები, გუნდი მხიარულია და ამხიაურულებს ხალხსაც. 18/19 მატჩში 16 თუ 17 გამარჯვება ვიზეიმეთ, რაც ჩვენ სოლიდარობაზე მიუთითებს. ყველა გუნდს თავისი თამაშის სტილი აქვს, და ეს სტილი ზოგჯერ კარგია ზოგჯერ კი ცუდი. მადრიდის "რეალი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, შედეგი კარგი და ლამაზი ფეხბურთით მიიღწევა.

"მეამაყება, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ"


ახლა ეს თქვენთის საუკეთესო მომენტია გუნდში ჩამოსვლის შემდეგ ?
მე, გუნდის პატარა ნაწილი ვარ. ახლა, კარიერის მაღალ მწვერვალზე ვარ და აქ მუშაბოით დიდ გამოცდილებას ვღებულობ. საკმარისია აქ ცოტა ხნით გაჩერდე, და მაშინვე მიხვდები სად ხარ და რა მიმართულებით მიდიხარ. ამ გუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, ვერაფერს ვერ დაგეგმავ წინასწარ, ვერ განსაზღვრავ რომელი თვე იქნება გადამწყვეტი, მაისი თუ სხვა. ფეხბურთში სასურველი შედეგი თერთმეტი თვის შემდეგ მიიღწევა, შენ უნდა დაიცვა ბალანსი. როდესაც ჩვენ დავმარცდით "ლევანტესთან" და ფრე ვითამაშეთ "რასინგთან", მე განვაცხადე რომ მნიშვნელოვანია როდესაც გუნდს დადებითი და ნეგატიური მომენტები აქვს. მთელი სეზონის განმავლობაში ყველაფერი კარგად არ იქნება, არსებობს დადებითი და ნეგატიური მომენტები.

თქვენ BBC-სთან განაცხადეთ რომ ინგლისში დაბრუნება გინდოდათ, ხალხმა ეს გაიგო თითქოს თქვენ "რეალიდან" წასვლას აპირებთ...
ეს გადაცემა არის ოლიმპიადაზე, სპორტის განვითარებაზე, ინდივიდიალურ სპორტსმენებზე, ეს თემები ხალხისთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე სად წავალ მე. ჩემი ინტერვიუ 25, 30 თუ 35 წუთი გაგრძელდა. ამ დროში ყველაზე კარგი და სახალისო მომენტი იყო, როდესაც სებასტიანმა მკითხა, ვაპირებდი თუ არა ინგლისში დაბრუნებას, და მე ამას ჩვეულებრივად ვუპასუხე. მსოფლიოში საუკეთესო გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყველამ იცის, რომ მე ინგლისში ყოფნა მიყვარს, იქ კარიერის 20 წელი გავატარე, ერთ დღესაც რა თქმა უნდა დავბრუნდები იქ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან "რეალში" ვარ. ვინც ეს ყველაფერი ისე გაიგო თითქოს მე "რეალიდან" წასვლა მინდა, მას მხოლოდ ჭორების ატეხვა უნდოდა, მაგრამ უკვე ეს ჭორებიც მოსაბეზრებელია ჩემს შესახებ.

"A couple of years" - ასე განაცხადეთ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც დაგისვეს კითხვა თუ რამდენ ხანს დარჩებოდით მადრიდში...
დიახ, მე ზუსტად ასე განვაცხადე. ინგლისურიდან ეს ითარმგნება, როგორც რამდენიმე წელი, და არა მხოლოდ ორი. ეს შეიძლება ნიშნავდეს სამს, ოთხს.. ოცს.. ვინც მე კარგად მიცნობს, მან იცის რომ მე არ ვნანობ მადრიდში ჩამოსვლას. ჩემი კარიერის საუკეთესო წლები აქ უნდა გავატარო. მინდა კარგად ვიმუშავო, არამარტო ახლა, არამედ მომავალშიც. ერთხელ, პრეზიდენტს ვუთხარი რომ არ აქვს მნიშვნელობა ციფრებს, მთავარია ერთად კომფორტულად ვართ.

იკერი კარგად გიცნობთ. მან განაცხადა რომ თქვენ გუნდთან ერთად რაღაც კარგის მოგება გინდათ, მას თქვენთან ერთად დიდი ხანი უნდა მუშაობა...
იკერი კარგად მიცნობს და იცის რას ვფიქრობ. "სევილიასთან" მატჩის შემდეგ, სადილზე, კასილასმა მითხრა:"ჩვენ ვიმსჯელეთ ერთ საკითხზე, ყველას განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. თქვენ ყოფილხართ იტალიაში, ინგლისში, და ახლა მადრიდის "რეალში" ხართ, სად იქნებით მომავალში ? ალბიოლი ამბობს, რომ თქვენ პორტუგალიაში განაგრძობთ მუშაობას, არბელოა და ალონსო არ ეთანხმებიან ამას, და ამბობენ რომ ინგლისში წახვალთ, მეც ამ მოსაზრებაზე ვარ... მაგრამ ზუსტად არ ვიცი, სად განაგრძობთ მუშაობას ?" მე მათ ვუთხარი, რომ აქ მინიმუმ ორი წელი დავრჩები, რაც არ უნდა ცუდი შედეგი მქონდეს. დანამდვილებით ვიცი, კონტრაქტის ბოლომდე არსად არ წავალ. ეს ყველაფერი ხუმრობის ფონზე ხდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი სიმართლეა. მე მჯერა, რომ იკერმა ჩემი პასუხი დაიჯერა, ის კარგად მიცნობს და იცის რასაც ვფიქრობ.

"მეამაყება, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ"


ოზილმა თქვენ შესახებ განაცხადა, რომ მისთვის მამასავით ხართ..
დიახ, მან ზუსტად ასე თქვა, როდესაც მე დამინახავენ მას ეუბნებიან: "შეხედე, მამაშენი მოდის." მე მას ზოგჯერ მივმართავ, როგორც "ჩემს შვილს", ზოგიერთი კი მეუბნება:"თქვენი შვილი ბევრად სიმპატიურია, ვიდრე მესუთი, გისურვებთ მისნაირი შვილი არასდროს გყავდეთ." ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის შესანიშნავი დამოკიდებულებაა, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ყველა ხუმრობით ამბობს, და არავის არაფერი არ სწყინს.

კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერიდან" "რეალში" გადმოვიდა, მან უკვე შეძლო 112 მატჩში 111 გოლის გატანა და 58 გოლი შეაგდო წინა სეზონში... ეს უბრალოდ სასწაულია..
დიახ, ეს სასწაული ციფრებია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც "რეალისთვის" ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გუნდი მასზეა დამოკიდებული. მას შეუძლია მინდორზე ნებისმიერ დროს შესანიშნავი თვისებები გამოავლინოს. ყველა ფეხბურთელისთვის და მათ შორის რონალდუსთვისაც, მნიშვნელოვანია გუნდური ტიტული და არა ინდივიდუალური, მაგალითად "ოქროს ბუცი".

და ბოლოს... რას ისურვებდით 2012 წელს ?
ნამდვილად არ ვიცი, რა ტრადიციებია საახალწლოდ ესპანეთში, მაგრამ ჩემს სამშობლოში, ტრადიციად გვაქვს შემჭამოთ 12 გამხმარი ყურძნის მარცვალi და თან სურვილები ჩავიფიქროთ. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია კარგად ჩავატაროთ სეზონი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მადრიდისტებს გვინდა რაღაც კარგი გავასინჯოთ, ისინი ყოველთვის იცავდნენ კლუბს. აი, ეს არის ჩემი სურვილი. იყავით ჩვენთან და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებები.

"მეამაყება, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ"


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com




| ნანახია: 488 | ავტორი: we love madrid | თარიღი: 3-01-2012, 17:19 | კომენტარი (17)
| |
# 1 takomadrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 20
საღოლ ავტორ


"თქვენი შვილი ბევრად სიმპატიურია, ვიდრე მესუთი, გისურვებთ მისნაირი შვილი არასდროს გყავდეთ."
lol3


| |
# 2 Dati_Ronaldo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
მაგარი სტატიაა იმდენი ვიკითხე ლამის გადაცემა გავაკეთე


| |
# 3 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
საღოლ ავტპორ მაგარი სატიააა
ციტატა: takomadrid
"თქვენი შვილი ბევრად სიმპატიურია, ვიდრე მესუთი, გისურვებთ მისნაირი შვილი არასდროს გყავდეთ."

lol2
მეც ვუსურვებ chuckle
ჭყეტელა მესუტი lol2


| |
# 4 mishoo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 53
იყავით ჩვენთან და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებები.
ჩვენ თქვენთან ერთად ვართ;)იმედია მალე გვაზეიმებთ..!საუკეთესოა ეს მამაილა:Dგამხმარი ყურდზნის ჭამა თუ გვიშველის ვჩამოთ ქიშმიში,რა პრობლემაა:D


| |
# 5 piiiipita   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 8
აე მაუ სჰენ გენაცვალე მე


| |
# 6 Mourinho   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 343
მაგარი კაციაააა მაგარიიიი


| |
# 7 ronnniii   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 200
ჩვენც გვეამაყება.........


| |
# 8 DAVID   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 520
asec und iyos msoflioshi saukeeso gundis mwvrtneli xar














| |
# 9 neimaris mama   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 14
"A couple of years" - ასე განაცხადეთ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც დაგისვეს კითხვა თუ რამდენ ხანს დარჩებოდით მადრიდში...
დიახ, მე ზუსტად ასე განვაცხადე. ინგლისურიდან ეს ითარმგნება, როგორც რამდენიმე წელი, და არა მხოლოდ ორი. ეს შეიძლება ნიშნავდეს სამს, ოთხს.. ოცს..
ცისანა ჭკადუასთან ემზადებოდა ინგლისურში baby


| |
# 10 we love madrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:51 | კომენტარები: 218
ronaldo is best,
Dati_Ronaldo,
მადლობაა


| |
# 11 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
საღოლ ავტორ )


| |
# 12 zelo7r7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 404
მაგარი სტატიაა და მისტერი საუკეთესოა მსოფლიოში იმედია ალიანს არენაზე კასილასი აწევს თასს.


| |
# 13 Dati_Ronaldo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
arafris brat


| |
# 14 we love madrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:51 | კომენტარები: 218
Dat.,
zelo7r7,
მადლობთ ( :


| |
# 15 Fuck Barca Hala real   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 105
მე კიდე ის მეამაყება რო მეზიზღება ბარსელონა და ვაღმერთებ რეალს


| |
# 16 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
მაგრად მევასება მოუ :)) იმედია დიდხანს დარჩება რეალში


| |
# 17 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
კარგი ხარ ))


ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.