ლუნინი: "ჩემი "რეალში" ყოფნა, შევჩენკოს დამსახურებაა" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ლუნინი: "ჩემი "რეალში" ყოფნა, შევჩენკოს დამსახურებაა"

ლუნინი:

ლუნინის პირველი პრესკონფერენცია..

"მსოფლიოში არაერთი კარგი მეკარეა და თითოეულისგან ვცდილობ რაღაც ვისწავლო. კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა შესანიშნავი გოლკიპერები არიან და მე მოხარული ვარ, რადგან ისეთი ძლიერი მეკარის გვერდით მიწევს ვარჯიში, როგორიც ნავასია. მაგრამ მე მაინც ყოველთვის იკერ კასილასს გამოვარჩევ, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, რომელიც ჩემი კუმირია".

"როდესაც პირველი ვარჯიში გავმართე, მივხვდი რომ აქ ფეხბურთელების დონე ძალიან მაღალი და განსხვავებულია. რთულია რაიმეს გამორჩევა, თითოეულმა ძალიან კარგად მიმიღო. ძალიან შეკრული და მხიარული გუნდია, რაც ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ კლუბის ასეთი წარმატების".

"მე ყოველ დღე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ესპანური სიტყვა ვისწავლო, თუმცა ჩემი აქცენტით საუბარი რთულია, ამ ეტაპზე გამართული ესპანურით ვერ ვსაუბრობ".

"მე ვამაყობ, რომ პირველი უკრაინელი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც "რეალის" მაისური მოირგო. მადლობელი ვარ ანდრეი შევჩენკოსი, რომლის წყალობითაც ჩემი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. ის ბევრს მეხმარებოდა, მასწავლიდა და მელაპარაკებოდა, ყოველთვის ამბობდა, რომ დიდ კლუბში ვითამაშებდი. ახლა მე "რეალში" ვირიცხები, რაც მისი დამსახურებაა".

წყარო: Realmadrid.com

რეკლამა

{რეკლამა}