გადამწყვეტი კვირა კურტუასთვის

image
ეს კვირა გადამწყვეტი იქნება კურტუასათვის..

მადრიდის "რეალი" ან მიმდინარე კვირაში გააოფიციალურებს კურტუას ტრანსფერს, ან მის შეძენას აღარ ეცდება. "სამეფო კლუბი" კვლავ ელოდება "ჩელსის" გადაწყვეტილებას, იყიდიან თუ არა ისინი გოლკიპერს, რათა ბელგიელი კარის დარაჯი ჩაანაცვლონ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ჩელსი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "არსენალთან", პეტერ ჩეხის დაბრუნების თაობაზე, ასევე ისინი აქტიურად განიხილავენ კასპერ შმეიხელის ტრანსფერს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი კიპერი "ჩელსიში" გადაბარგდება, მაშინ "რეალისათვის" და კურტუასათვის გზა ხსნილი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტიბო კურტუას "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩანს ბელგიელი არ აპირებს ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, ამის გამო კი მან შესაძლოა კლუბი უფასოდ დატოვოს, რაც "არისტოკრატების" გეგმებში არ უნდა შედიოდეს.

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image