ვინიციუსი: "მზად ვარ პირველი გუნდისთვის" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ვინიციუსი: "მზად ვარ პირველი გუნდისთვის"

ვინიციუსი:

ვინიციუს ჯუნიორის განცხადებით იგი მზად არის პირველ გუნდში იასპაერზოს..

"აქ მოვედი, რადგან მინდა საუკეთესო კლუბის ნაწილი ვიყო და მზად ვარ პირველი გუნდისთვის. მე ვითამაშებ თუ არა "კასტილიაში" ადაპტაციისთვის, ან რომელიმე სხვა კლუბში, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ პირველი გუნდი უფრო დამეხმარება წინსვლაში და განვითარებაში".

"მე ვიცი, რომ პირველ გუნდში დიდი ზეწოლა იქნება, თუმცა არც "ფლამენგოში" იყო ზეწოლა პატარა დოზით, ამას მიჩვეული ვარ. როდესაც გაიგეს, რომ მე მადრიდის "რეალში" უნდა მეთამაშა, ჩემზე ზეწოლა და მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა".

"ნეიმარი ჩემი კერპია. როდესაც მე მის თამაშს ვუყურებ, ძალიან ბევრს ვსწავლობ. მასთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ ესპანეთი შესანიშნავია და წარმატებას მისურვებს".

"მე მადრიდის "რეალში" მოვედი, რადგან გავხდე ამ კლუბის ნაწილი და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო".

წყარო: Football Espana

რეკლამა

{რეკლამა}