"რეალი" ზაფხულის ტურს იწყებს! » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" ზაფხულის ტურს იწყებს!

გულშემატკივრებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ამხანაგური ჩემპიონატი, "საერთაშორისო ჩემპიონთა თასი" უკვე დაწყებულია.

ტურინრი 2013 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ტარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპული გარანდები იღებენ, ასევე ამერიკის "მლს"-ში მოთამაშე რამდენიმე გუნდიც თამაშობს აქ.

"საერთაშორისო ჩემპიონთა თასს" ძირითადად 4 ქვეყანა მასპინძლობს: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და ჩინეთი.

ყველაზე საინტერესო, ამერიკაში ჩატარებული ტურნირი გამოდის, ახალ სეზონს მადრიდის "რეალი" სწორედ შეერთებულ შტატებში დაიწყებს.

"სამეფო კლუბი" პირველ შეხვედრას მანჩესტერ "იუნაიტედთან", 1 აგვისტოს თბილისის დროით 04:00 საათზე გამართავს, გუნდები მაიამიში "ჰარდ როკის" სტადიონზე ითამაშებენ. მომდევნო მატჩში მადრიდელები "იუვენტუსთან" მოსინჯავენ ძალებს, რომელიც 5 აგვისტოს, "ფიდ-ექს ფაილდზე", თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. ბოლო, რიგით მე-3 ტურში, "ლოს ბლანკოსი" "რომას" ლოს-ანჯელელში, "მითლაიფ-სტადიონზე" შეხვდება, შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ამ ტურნირის პირველი გამარჯვებულია, მათ ამერიკაში 2013/14 წლის სეზონის დასაწყისში მოახერხეს "საერთაშორისო ჩემპიონთა თასის" მოგება. 2014 წელს გუდი მე-7 ადგილზე გავიდა, მაშინ მადრიდელები ამერიკაში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდნენ, რადგან "მსოფლიო ჩემპიონატის" შემდეგ ძირითადი ფეხბურთელების ნაწილს დასვენება სჭირდებოდათ. 2015 წელს "სამეფო კლუბმა" ავსტრალიაში და ჩინეთში ჩაატარა ზემოთხსენებული ჩემპიონატი, მადრიდელებმა ავსტრალიის ტურნირზეც პირველი ადგილი დაიკავეს და ჩინეთში ჩატარებული ჩემპიონატშიც პირველობა არავის დაუთმეს. 2016 "რელმა" მე-5 პოზიცია დაიკავა, ხოლო 2017-ში კი მე-8 ადგილს დასჯერდა.

რეკლამა

{რეკლამა}