კოვაჩიჩმა წასვლა ითხოვა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კოვაჩიჩმა წასვლა ითხოვა

კოვაჩიჩმა წასვლა ითხოვა

ხორვატს კლუბის შეცვლა სურს..

"Marca"-ს ინფორმაციით, მატეო კოვაჩიჩი პარასკევს "ვალდებებასის" სამწვრთნელო ბაზაზე მივიდა და პირადად შეხვდა ლოპეტეგის. ესპანური გამომცემლობის ინფორმაციით, "რეალის" მთავარი მწვრთნელი ცდილობდა აზრი შეეცვალა კოვაჩიჩისათვის, თუმცა ხორვატი დაჟინებით მოითხოვდა, რომ იგი სხვა კლუბში გაეშვათ.

შეგახსენებ, რომ 23 ივლისს კოვაჩიჩმა გამოთქვა სურვილი კლუბის დატოვების. მატეომ განაცხადა, რომ მას სურს სათამაშო პრაქტიკა და გადავიდოდა სხვა კლუბში, თუ თამაშის საშუალება მიეცემა. მას არ სურს კლუბის დატოვება, თუმცა სურს სათამაშო დრო და ეძებს კლუბს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ფეხბურთელის სურვილი გასაგებია, ახლა ჯერი "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობაზეა. ხორვატ ფეხბურთელს თუ არ ექნება "რეალში" სათამაშო დრო, ურჩევნია წინასასეზონო მომზადება სხვა კლუბთან ერთად გაიაროს. "Marca"-ს ინფორმაციის თანახმად, თუ "რეალი" დათანხმდება კოვაჩიჩის გაშვებას, მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}