"ჩელსი" კურტუას შემცვლელს ეძებს

image
ლონდონელები მეკარეს ეძებენ..

ლონდონის "ჩელსი" კარის დარაჯს ეძებს. საქმე იმაშია, რომ ტიბო კურტუა დიდი ალბათობით კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. "არისტოკრატები" ჯანლუიჯი დონარუმას, კასპერ შმეიხელის და პეტერ ჩეხის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

დონარუმას გადაბირებით "რეალი" იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა და 19 წლის გოლკიპერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 2021 წლამდე არის ძალაში. ასევე უნდა ვთქვათ, რომ მას შესაძლოა სასტარტოში მოხვედრის შანსები შეუმცირდეს, რადგან მილანელებმა პეპე რეინა დაიმატეს.

პეტერ ჩეხს რაც შეეხება საქმე უფრო რთულად არის. კურტუას გადაბირების შემდეგ, "არისტოკრატებმა" ჩეხი გაყიდეს, რადგან მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურდა და ახლა იგი დაბრუნდება "ჩელსიში"? ეს საკითხავია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ "არსენალმა" იყიდა ლენო, რომელიც სკამზე დაჯდომისთვის არ გადაბარგდებოდა ლონდონში.

ბოლოს კი რჩება კასპერ შმეიხელი, რომელსაც მართლაც რომ შესანიშნავი მუნდიალი ჰქონდა და ნაკრების ღირსება ღირსეულად დაიცვა. რამდენად წავა შეთავავაზების შემთხვევაში, ეს რთული საკითხია.

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image