ბენზემა "მილანში" მიდის? » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ბენზემა "მილანში" მიდის?

ბენზემა

მადრიდის "რეალის" ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ შესაძლოა, "მილანში" გააგრძელოს კარიერა.

გასულ ორშაბათს იტალიური კლუბის წარმომადგენელმა, ლუდოვიკ ფატიცომ "მილანის" საწვრთნელ ბაზაზე ბენზემას აგენტთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კლუბის გენერალური დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი და მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო.

აღსანიშნავია, რომ გატუზო პირადად ესაუბრა ბენზემას და თანხმობაც მიიღო მისგან "მილანში" გადასვლაზე.

იტალიური კლუბი მზად არის იგივე ფინანსური პირობები შესთავაზოს კარიმს, რამდენსაც ის ახლა "რეალში" გამოიმუშავებს. წელიწადში 9 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ბონუსის სახით.

ბენზემას კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2021 წლამდე აქვს, ხოლო "როსონერი" მზად არის 2022 წლამდე გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება.

წყარო: Sports.ru

რეკლამა

{რეკლამა}