პერესი: "სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაქსიმალურად ვეცდებით იმ ფეხბურთელების შეძენას, რომელნიც ჩვენი ინტერესის სფეროში არიან" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

პერესი: "სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაქსიმალურად ვეცდებით იმ ფეხბურთელების შეძენას, რომელნიც ჩვენი ინტერესის სფეროში არიან"

პერესი:

გთავაზობთ პერესის პრესკონფერენციას ვინიციუსის პრეზენტაციიდან..

"ყველა სეზონში ვიცით, რომ ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან "სამეფო კლუბი" ვართ და ისტორია არ გვაძლებს მოდუნების საშუალებას. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ის, რაც არცერთ კლუბს არ გაუკეთებია მსოფლიოში. ჩვენ ჩვენი გულშემატკივრისთვის ყოველთვის ვეცდებით, რომ სეზონის ბოლო მაქსიმალურად წარმატებული გამოდგეს".

"კლუბის მუზეუმში ინახება 13 ყველაზე პრესტიჟული ევროპული თასი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საუკეთესო კლუბი ვართ მსოფლიოში. ჩვენთვის ყოველი სეზონი რთულია, თუმცა ვიცით სეზონის ბოლოს რა გველოდება, სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვსურს ყველა გადამაშების წარმატებით დასრულება".

"მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, რომლებმაც არაერთგზის წარმატებას მიაღწიეს. ისინი რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ფეხბურთის დიდი ვარსკვლავები გახდებიან".

"რამდენიმე დღის წინ მე განვაცხადე, რომ ახალი და წარმოუდგენელი ფეხბურთელებით გაძლიერდება კლუბი, რაც სიმართლეა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაქსიმალურად ვეცდებით იმ ფეხბურთელების შეძენას, რომელნიც ჩვენი ინტერესის სფეროში არიან".

"ჩვენ მოუთმენლად ველით ვინიციუსის დებიუტს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, რადგან მან ჩვენი ყურადღება მიიბყრო მისი შესანიშნავი თამაშით და დიდებული ტექნიკით".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}