იკარდი კვლავ "რეალის" სამიზნეა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

იკარდი კვლავ "რეალის" სამიზნეა

იკარდი კვლავ

მაურო იკარდის გადაბირება "რეალს" კვლავ სურს..

მაურო იკარდი კიდევ ერთხელ არის "რეალის" პოტენციური სამიზნე. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, მადრიდული გრანდი გუნდის გაძლიერების არაერთ გზას ეძებს. ფლორენტინო პერესმა, ალვარო ორდიოსოლას პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი ახალი და წარმოუდგენელი ფეხბურთელებით გაძლიერდებოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარს "რეალსა" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იკარდის ტრანსფერზე, თუმცა "რეალი" დიდ ტრანსფერებს ზამთარში ყოველთვის ერიდება.

ახლა "ინტერის" კაპიტნის შეძენა თუ სურს "სამეფო კლუბს", მათ ეს 110 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ფაქტობრივად იკარდი არის ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც რონალდუს გოლების გამეორება თუ არა, მიღწევა მაინც შეუძლია. მისი კონკურენტი ბენზემა მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მას ბოლო დროს გოლები ვეღარ გააქვს.

ბოლო სეზონში "სერია ა"-ში არგენტინელმა ფორვარდმა, 29 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა. იკარდი "ინტერს" "ჩემპიონთა ლიგაზე" გასვლაში ძალიან დაეხმარა, თუმცა თუ მისი შეძენა მადრიდელებს მოუნდებათ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}