ტეოს დამატება "სოსიედადს" სურს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ტეოს დამატება "სოსიედადს" სურს

ტეოს დამატება

ტეოს უკვე ჰყავს მსურველი..

"რეალ სოსიედადის" პრეზიდენტი, რობერტო ოლაბე მზად არის ტეო ერნანდესი არენდის წესით აიყვანოს. ბასკურ კლუბს ნაჩო მონრეალის და დიეგო რიკოს გადაბირება სურდა, თუმცა მონრეალმა უარი განაცხადა ტრანსფერზე, ხოლო რიკოს შეძენა ძვირი ჯდებოდა ამ ეტაპზე.

"სოსიედადის" ხელმძღვანელობამ კი ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო, ტეო ერნანდესის სახით. მოგეხსენებათ, რომ მადრიდის "რეალი" მზად არის ტეო გაუშვას, რადგან მან გამოცდილება მიიღოს და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მოგეხსენებათ, რომ მარსელოსათვის კონკურენციის გაწევა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}