ნავასი ბრძოლისთვის მზად არის! » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ნავასი ბრძოლისთვის მზად არის!

ნავასი ბრძოლისთვის მზად არის!

ნავასი როგორც ჩანს დანებებას არ აპირებს..

მადრიდის "რეალის" კოსტა-რიკელი კარის დარაჯი, კეილორ ნავასი დიდი ზეწოლის ქვეშ არის, რადგან საუბრები მიმდინარეობს ტიბო კურტუას დამატებაზე. როგორც ცნობილია, კეილორის მხარდამჭერები, ზინედინ ზიდანი და მეკარეების მწვრთნელი, ლუის ლოპოსი "სამეფო კლუბში" აღარ მუშაობენ და მისი სასტარტოში მოხვედრის შანსები მცირდება.

კეილორმა გადაწყვიტა, რომ კონტრაქტის ბოლომდე (2020 წლამდე) დარჩეს კლუბში და ნებიმიერი შენაძენის შემთხვევაში იბრძოლოს ბოლომდე, რათა იყოს კლუბის პირველი ნომერი. საინტერესოა, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კეილორი და მისი აგენტი, რიკარდო კაბანასი დაარწმუნა დარჩენაში.

წყარო: TribalFootball

რეკლამა

{რეკლამა}