ლოპეტეგი: "შესაძლოა ბენზემა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს გუნდში"

image
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, "ატლეტიკთან" გასამართ მატჩამდე ისაუბრა..

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, შესანიშნავ სტადიონზე. ჩვენ ამ მატჩს 15 დღის განმავლობაში ველოდით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ბარიერი გადავლახოთ".

"როტაცია იქნება ყოველთვის, თუმცა ამაზე ახლა არ ვფიქრობ, ახლა სრული კონცენტრაცია მაქვს "ატლეტიკთან" გასამართ მატჩზე. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს გარემოებებზე, რომელიც მუდამ გვაიძულებს წარმატებით დავასრულოთ მატჩი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგესთვისაც".

"არ ვარ მომხრე, რომ "ბარსელონა" "ჟირონას" მატჩი ამერიკაში ჩატარდეს. შესაძლოა ჩვენც მოგვიწიოს შეერთებულ შტატებში თამაში, რაც არ მომწონს. ფეხბურთელებს ისედაც ხშირად უწევთ ფრენა და აშშ-ში მატჩების ჩატარება ჩემში უკმაყოფილებას იწვევს".

"მე არ მიკვირს ბენზემას შედეგიანობა, ქარიმი დიდი ფეხბურთელია. ჩვენ გვსურს, რომ მან ისე გააგრძელოს გატანა, როგორც ახლა გააქვს და ყველას დაუტკიცოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მან არაერთი სირთულე გადალახა, როდესაც მუდამ აკრიტიკებდნენ, თუმცა გუნდის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა, რადგან ჩვენ ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს იგი ჩვენთვის. შესაძლოა ქარიმი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს გუნდში".

"ბეილმა 2 მატჩი ჩაატარა უელსის ეროვნულ ნაკრებში და მან სრული დატვირთვით ივარჯიშა. იგი მზად არის სათამაშოდ და სავარაუდოდ სასტარტოდან დაიწყებს. იგი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და კიდევ ერთხელ ვულოცავ. რა თქმა უნდა, მიხარია, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ჩემი ფეხბურთელები იგებენ".

"მე გუნდში 24 ფეხბურთელი მყავს და თითოეულის გამოყენებას ვაპირებ. ჩვენ მატჩის დაწყებამდე საუკეთესო ვარიანტებს განვიხილავთ და ამის შემდეგ ვასახელებთ სასტარტო შემადგენლობას. რა თქმა უნდა, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტს თამაშობენ, თუმცა სხვებმა ამაზე არ უნდა იფიქრონ და მუშაობა გააგრძელონ. მე მყავს კარგად დაბალანსებული გუნდი, რომელსაც დადებითი შედეგის დადება შეუძლია".

"სებალიოსმა ნაკრებში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და როდესაც ჩამოვიდა, მე იგი შევაქე. დანი სწორ გზაზე დგას და იგი უნდა განვითარდეს, მას ექნება ამ სეზონში საკმარისი სათამაშო დრო, რათა საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს ყველას".

"ასენსიომ ჩვენთან ითამაშა როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე. მაქვს აქვს დახვეწილი მოძრაობები და შესანიშნავი დარტყმა, ამიტომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფლანგზე ითამაშებს".

"ზიდანის გადაწვეტილებას მივესალმები. თუ ის დაბრუნდება გამიხარდება, რადგან ზიდანი დიდი მწვრთნელია".

"ჩვენ არაერთი ფეხბურთელი გვყავდა გაშვებული ნაკრებში, არა მხოლოდ ესპანეთში. მოხარული ვარ, რადგან ჩემი ფეხბურთელები ბედნიერნი არიან. 6 ფეხბურთელი იყო ხორვატიის წინააღმდეგ სასტარტოში "რეალიდან", რაც მართლაც სასიხარულო ფაქტია. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ სანაკრებო შეკრებების შემდეგ, ფეხბურთელები ჯანმრთელნი დაგვიბრუნდნენ".

წყარო: Realmadrid.com
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image