ვარანი: "როდესაც მკითხავთ საუკეთესოს, იცით ხელს ვისკენაც გავიშვერ" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ვარანი: "როდესაც მკითხავთ საუკეთესოს, იცით ხელს ვისკენაც გავიშვერ"

ვარანი:

რაფაელ ვარანმა "L'EQUIPE"-თან ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც "Marca" ავრცელებს..

"მე ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ სწრაფი, თუმცა უნდა ვიყო ისეთი აგრესიული, როგორიც სერხიო რამოსია. ამაზე მე ჩემი პასუხი მაქვს: მე მაქვს ჩემი ინდივიდუალური თამაშის სტილი და არ ვცდილობ ვინმეს მივბაძო. ყველა, ვინც მეუბნება, რომ მივბაზო სერხიოს, არიან შეშლილები, რადგან მას ვერავინ მიბაძავს. როდესაც მეკითხებიან, თუ ვინ არის საუკეთესო, მათ უკვე იციან ხელს ვისკერაც გავიშვერ".

"7 წელია მადრიდის "რეალში" ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მე მადლობელი ვარ ზიდანის, რადგან მან ჩემი ყიდვა "სამეფო კლუბს" ურჩია, ხოლო მე არცერტი წამით არ მიყოყმანია. მე ძალიან მეგობრული ვარ და ვიცი რა არის კარგი "რეალისთვის".

"მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდაა. როდესაც მე მას პირველად შევხვდი და ვარჯიშზე მის წინააღმდეგ მომიწია თამაში, ცოტა დავიბენი, რადგან იგი ძალიან ტექნიკურია. ამ ასაკში ასეთ ტექნიკური ფეხბურთელის წინაშე მე არ მითამაშია".

"კი, ხშირად ამბობენ, რომ გასახდელში ვსაუბრობ და ლიდერის თვისებებით გამოვირჩევი, მაგრამ ასე არ ვთვლი. ჩვენ ფინალში დიდი ზეწოლის ქვეშ გვიწევდა თამაში და როდესაც 2-1 ვიგებდით, შესვენებაზე გასახდელში ვთქვი: ბიჭებო, ჩვენ ვიგებთ 2-1, შეინარჩუნეთ პოზიტივი, ჩვენ პირველ 45 წუთში უპირატესობა მოვიპოვეთ".

"ფეხბურთი გუნდური სპორტია, მე მხოლოდ გუნდური ინტერესები გამაჩნია. არასდროს მიფიქრია "ოქროს ბურთის" მოგებაზე, რადგან ეს ჩემი პრიორიტეტი არ გახლავთ. ამასთანავე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ჯილდოს მოგება მცველისთვის ძალიან რთული რამ არის".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}