მარიანო: "ბევრი თვლის, რომ არ უნდა ამეღო 7 ნომერი"

image
კანტერანომ რადიოსადგურ "COPE"-თან ისაუბრა სხვადასხვა თემებზე..

"რეალში" ტრანსფერი:
"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ეს კი თქვენც კარგად იცით. "რეალიდან" ზარმა, ძალიან გამახარა. ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა. პირველი ზარი ლოპეტეგისგან იყო, მან დამირეკა და მითხრა, რომ მას უნდოდა ჩემი მადრიდში დაბრუნება. მე არ ველოდი მისგან სატელეფონი ზარს, ამიტომ თავიდან ძალიან გაკვირვებული და შოკირებულიც კი ვიყავი. მან ამიხსნა სიტუაცია და რას ელოდნენ ჩემგან".

"სევილიას" შესახებ:
"სევილიას" შესახებ იმას ვიტყვი, რომ ამ ტრანსფერში ჩემი აგენტი იყო ჩართული. "სევილიას" ჩემი დამატება უნდოდა და მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის. მაგრამ მე მქონდა შანსი დავბრუნებულიყავი "რეალში", რაც ჩემი ოცნება იყო, ამიტომ მათ უარი ვუთხარი. მათ კარგად იციან, რომ მე მიყვარს "რეალი", ამიტომ ეს გადაწვეტილება გაიგეს".

7 ნომრის შესახებ:
"7 ნომერი? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეს ნომერი თავისუფალი იყო და ავირჩიე, რადგან დიდი გამოწვევაა. მიხარია, რადგან მაცვია იმ ფეხბურთელების ნაქონი მაისური, როგორებიც ამანსიო, ხუანიტო, ბუტრაგენიო, რაული და რონალდუ იყვნენ "რეალისთვის". მე მკითხეს რა ნომერს მოვირგებდი და განვახადე, რომ 7-ს. ზაფხულში ყველას შეეძლო აეღო ეს ნომერი, თუმცა ამ პასუხისმგებლობის აღება არავინ მოისურვა. მათ არ აქვთ გამბედაობა? არა, არა.. გუნდში არაერთი შეანიშნავი ფეხბურთელია, რომელთაც ამ ნომრის აღება შეეძლოთ და აქ გამბედაობა არანაირ კავშირში არ არის".

ასენსიოს შესახებ:
"ასენსიოს უნდოდა ამ ნომრის აღება? ვფიქრობ მას სხვა ნომერი სურს, ამის შესახებ მასთან არ მისაუბრია. მე მას ველაპარაკე და მივულოცე ნაკრებში შესანიშნავი თამაში. მარკო არ არის ჩემი კარგი მეგობარი, თუმცა შესანიშნავი ურთერთობა გვაქვს. მე მთხოვა მან რომ დამეთმო მისთვის 7 ნომრიანი მაისური? ეს ტყუილია, მას არ სურდა 7 ნომრიანი მაისური. მე დიდი ზეწოლის ქვეშ ვარ, თუმცა ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამ ყველაფერს. მე ფოკუსირებული ვარ მუშაობაზე და ვეცდები მივიღო მაქსიმალური სათამაშო დრო".

დებიუტზე:
"არ ვიცი როდის შედგება ჩემი დებიუტი, ამას მწვრთნელი გადაწვეტს. მე ვმუშაობ და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ლოპეტეგიმ მითხრა, რომ იგივე სულისკვეთებით განვაგრძო მუშაობა".

მიზნების შესახებ:
"მე ყოველთვის ერთი მიზანი მაქვს, ვითამაშო და გავიტანო გოლები. მე ვეცდები მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო და დავეხმარო გუნდს წარმატებაში".

წლის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ:
"ამ პრიზს ლუკა მოდრიჩს გადავცემდი, ეს ჩემი გულწრფელი აზრია. "რეალის" თითოეული ფეხბურთელი ამ აზრზეა".

ალკოჰოლის გამოყენება:
"მე არასდროს ვსვამ ალკოჰოლს. ვცადე რამდენიმე სასმელი, თუმცა მე არ მომეწონა არც ღვინო, არც ლუდი, არც ვისკი".

სიმეონეს და მესის სიტყვებზე:
"ისინი თვლიან, რომ კრიშტიანუს გარეშე "რეალი" დასუსტდა? მე ვხედავ ძლიერ გუნდს, რომელსაც ყველა მატჩი მოგებული აქვს".

ნეიმარი თუ მბაპე:
"არ ვიცი რომელი ავირჩიო, ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია. ისინი განსხვავებულნი არიან, თმცა შესანიშნავნი. თუ ფლორენტინო რჩევას მთხოვს, არ ვიცი რა ვუპასუხო (იცინის).

წყარო: COPE
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image