ასენსიო: "ლუის ენრიკე გვთხოვს ვიყოთ უფრო ხისტები და აგრესიულები"

image
ხორვატიასთან დიდებული მატჩის შემდეგ, ასენსიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა..

"ჩვენ შესანიშნავად ვითამაშებ იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა. ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმ სულისკვეთებით, რაც ახლა გაგვაჩნია. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევცვალოთ თამაში, რადგან მუნდიალზე ჩვენ კარგად არ გვიასპარეზია. ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ბოლო 2 მატჩი შესანიშნავად ჩავატარეთ".

"რა განსხვავებაა ლუის ენრიკესა და ლოპეტეგის შორის? ენრიკე გვთოვს ვიყოთ უფრო ხისტები და აგრესიულები, არ დავუშვათ ჩვენს ნახევარზე გავიგონოთ მეტოქის სუნთქვაც კი. ახლა ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილი განსხვავდება იმ ნაკრების სტილისგან, რომელმაც ისტორია შექმნა. ჩვენ მოგვწონს ბურთის კონტროლი, თუმცა ვფიქრობ, რომ შეტევაში ახლა უფრო დიდი რესურსი გვაქვს".

"ჩემი მთავარი მიზანი განვითარებაა და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტი ნდობა მაქვს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. როდესაც მე მაქვს მწვრთნელის ნდობა, ვცდილობ გამოვიყენო ყველა შანსი და არ გავუშვა არცერთი, რადგან კონკურენცია ძალიან მაღალია. მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი, რათა გავამართლო მწვრთნელის იმედები".

"6 მოთამაშე იყო ნაკრებში სასტარტო შემადგენლობაში და ამაზე რა უნდა ვთქვა? დიახ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სასიხარულოა. ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბის წარმომადგენელი ხარ, ნაკრებში ყველა ერთნი ვართ და ერთნაირად ვიხარჯებით".

"მოდრიჩი? მე არ მისაუბრია მასთან მატჩის შემდეგ, უბრალოდ ვუთხარი, რომ "ვალდებებასის" სამწვრთნელო ბაზაზე შევხვდებოდით".

"ზაფხულის ჭორები? "ლივერპული"? ეს მხოლოდ ჭორები იყო, მე არასდროს მიფიქრია "რეალიდან" წასვლაზე. მე ვარ მადრიდის "რეალის" წევრი და არ ვფიქრობ, რომელიმე სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებაზე".

წყარო: COPE
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image