ზაფხულში რომ არა ლოპეტეგი, ბეილი "იუნაიტედში" ითამაშებდა

image
როგორც ჩანს ლოპეტეგიმ ბეილს "რეალში" დარჩენა ურჩია..

როგორც ედუარდო ინდა ამბობს, რომელიც გადაცემა "El Chiringuito"-ში იყო სტუმრად დაპატიჟებული, ზაფხულში მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეთ ბეილი, მზად იყო "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებულიყო და "წითელი ეშმაკების" მაისური მოერგო.

"მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბმა" ზედიზედ მესამე "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო, მზად იყო განეხილა მანჩესტერელთა წინადადება, რომელიც დაახლოებით 250 მილიონ ევრომდე იყო. თავის მხრივ ამ ტრანსფერის შემდეგ, გარეთ ბეილი "იუნაიტედის" შემადგენლობაში წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებდა" - განაცხადა ინდამ.

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა დატოვა კლუბი და "რეალში" ხულენ ლოპეტეგი მივიდა, პირველად სწორედ გარეთ ბეილს შეხვდა და გაესაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ არა ლოპეტეგი, ახლა ბეილი "იუნაიტედის" ფეხბურთელი იქნებოდა. ესპანელმა სპეციალისტმა დაარწმუნა ბეილი დარჩენაში და დაპირდა დიდ სათამაშო დროს, ხოლო შეტევის ლიდერას სწორედ იგი წარმოედგინა.

წყარო: Okdiario
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image