რობინიო: "რატომ წავსულიყავი "ბარსელონაში", როდესაც "რეალისგან" შემოთავაზება მქონდა"

image
რობინიომ მის წარსულზე ისაუბრა..

"მე მინდოდა დამეტოვებინა მადრიდი და გადავბარგებულიყავი ლონდონში. სკოლარიმ მითხრა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ნაკრების წევრი. მე არ მომწონდა ის ფაქტი, რომ "ჩელსის" ოფიციალურად ჰქონდა ჩემი მაისურების გაყიდვა დაწყებული, როდესაც მე ოფიციალურად არ ვიყავი მათი გუნდის წევრი. ასევე მაშინ "ჩელსი" "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაშობდა, "სიტი" კი არა, სწორედ ამიტომ გამყიდეს მე მანჩესტერულ კლუბში".

"არ ვნანობ "რეალის" დატოვებას, თუმცა ვნანობ ჩემს საქციელს, მე ხომ დამშვიდობების გარეშე წავედი კლუბიდან. რა თქმა უნდა, მე გაბრაზებული ვიყავი, რადგან მათ დაავიწყდათ, თუ რამდენი რამ გავაკეთე კლუბისთვის და თან კარგად ვთამაშობდი".

"რატომ ავირჩიე "რეალი" და არა "ბარსელონა"? როდესაც გაქვს ორი დიდებული კლუბისგან შემოთავაზება, რომელსაც მსოფლიოს მაშტაბით ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რთულია არჩევნის გაკეთება, თუმცა რატომ წავსულიყავი "ბარსელონაში", როდესაც "რეალისგან" მქონდა შემოთავაზება? მაშინ "რეალში" ბევრი ბრაზილიელი თამაშობდა, მწვრთნელი კი ლუქსემბურგო იყო. ვფიქრობ სწორი გადაწვეტილება მივიღე მაშინ".

"ბექჰემი ყოველთვის ახლოს იყო ბრაზილიელ ფეხბურთელებთან, იგი ჩვენი კამპანიის ნაწილი იყო. ესპანელები უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან იგი პორტუგალიურად უკეთ საუბრობდა, ვიდრე ესპანურად. ის თავისუფალ დროს სულ ჩვენთან ატარებდა და მინდა გითხრათ, რომ დეივიდი ყველაზე თავმდაბალი პიროვნებაა, ვინც კი შემხვედრია. იგი იყო საოცარი პიროვნება და უნიჭიერესი ფეხბურთელი, ვამაყობ რომ მე მასთან ერთად ვთამაშობდი".

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image