მაკელელე: "რონალდუს წასვლით "რეალი" არ დასუსტებულა"

image
მაკელელემ რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა..

"ემირეითს სტედიუმზე" ლეგენდების მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც "რეალის" და "არსენალის" ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, კლოდ მაკელელემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან რონალდუს ტრასნფერთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას გასცა პასუხი.

"მადრიდის "რეალი" ყოველთვის მადრიდის "რეალად" დარჩება, რონალდუსთან ერთად, თუ მის გარეშე. მართალია რონალდუმ "რეალი" დატოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მადრიდული კლუბი საგრძნობლად დასუსტდა. მე ვფიქრობ, რომ დრო იყო თაობა ცვლის და "რეალი" სწორ გზად ადგას. როდესაც კლუბი ზედიზედ 3-ჯერ იგებს "ჩემპიონთა ლიგას", დგება დრო, როდესაც რაღაცები უნდა შეიცვალოს. უნდა მიეცეთ შანსი იმ ფეხბურთელებს, რომელთაც თამაში და გამარჯვებები სწყურიათ. "რეალში" დაიწყო ახალი სამუშაოები, რომლებმაც გამარჯვებები უნდა მოიტანოს".

წყარო: Eurosport
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image