"რეალი" დამარცხდა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" დამარცხდა

"რეალი" ალისონს შეეშვა.

როგორც "BBC" წერს, "რომამ" მწვანე შუქი აუნთო ალისონის "ლივერპულში" გადასვლას. ალისონი განიხილებოდა "რეალის" მომავალ მეკარედ, ასევე "ჩელსის" სამიზნედ და კურტუას ჩამნაცვლებლად, მაგრამ როგორც ჩანს ფავორიტი "ლივერპული" აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება ეს ტრანსფერი, რომელიც მერსესაიდელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

თავდაპირველად "რეალი" მზად იყო გადაეხადა 75 მილიონი ევრო და ბეკერს მოერგო "სამეფო კლუბის" მაისური, თუმცა ალისონმა სხვა გადაწვეტილება მიიღო. როგორც ჩანს "ლივერპული" არ ენდობა ლორის კარიუსს და ალისონის დამატება გადაწვიტა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მუნდიალზე არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა ბრაზილიელი კარის დარაჯი, რაც შესაძლოა იმის მიზეზი გამხდარიყო, რომ "რეალს" მისი დამატება აღარ სურს.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}