მარსელო: "ნუ მოუსმენთ ჭორებს, მე ბედნიერი ვარ და "რეალში" ვრჩები"

image
მარსელომ ვრცლად ისაუბრა გუნდის მდგომარეობაზე და მის მომავალზე..

"ლოპეტეგი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელმაც იცის რა უნდა. ის მაქსიმალურად ცდილობს ბურთის კონტროლი გვქონდეს და დომინანტები ვიყოთ მინდორზე. ხულენმა იცის რას აკეთებს, მას აქვს გამოცდილება და კვალიფიკაცია, ვფიქრობ მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ".

"როდესაც ჩვენ მეათედ მოვიგეთ "ჩემპიონთა ლიგა", მე ეს მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დავიწყე, რითიც ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, რადგან არ შემეძლო გუნდის დახმარება. თუმცა როდესაც ისკო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩვენ შევიდოდით, გამეხარდა და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რათა თასი ჩვენ მოგვეგო".

"როდესაც სეზონი იწყება, ჩვენ სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ ყველაფერს. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, არ აქვს მნიშვნელობა რა მოვიგეთ, ჩვენ ყოველთვის ახალი შემართებით ვიწყებთ სეზონს".

"მადრიდიდან წასვლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არის ჭორი და ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მე ბედნიერი ვარ "რეალში" და არსად წასვლას არ ვგეგმავ. მე ბედნიერი ვარ აქ, მე მაქვს კონტრაქტი, ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და მინდა განვაგრძო თამაში აქ. მე რაც მოვედი, იმის შემდეგ ყოველთვის იწერება ჩემი წასვლის შესახებ, მაგრამ როგორც ხედავთ მე ყოველ სეზონს ისევ "რეალის" შემადგენლობაში ვიწყებ".

წყარო: Marca
Image

კომენტარები 1

Tamuna
Tamuna 8 სექტემბერი 2018 00:03
Marselo are n1 player for me and real are n1. İn the world becouse they have marcelo viera

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image