ლუის ენრიკე: "რამოსი ჩვენი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"

image
ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების განაცხადის ირგვლის ისაუბრა..

კოკეს შესახებ: "მე არ ვისაუბრებ კოკეს გარშემო, რადგან ის არ არის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული. შეგიძლიათ გადახედოთ განაცხადს და მკითხოთ იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელიც განაცხადში არის შეყვანილი".

ოსკოს შესახებ: "არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ ნახევარდაცვაში, ფლანგზე და ფორვარდის უკან, სწორედ ასეთი ფეხბურთელი არის ისკო. მე მომწონს მისი ბურთთან დამოკიდებულება და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია იგი".

ჟორდი ალბას შესახებ: "მე უკვე ვთვი, რომ არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც განაცხადს მიღმა არიან დარჩენილნი. არც დადებითს ვიტყვი და არც უარყოფითს, ნაკრების განაცხადში ვინც მოხვდა, მოხვდა".

რამოსთან საუბარი: "ეს არ არის ჩემი სტილი. მე ნაკრების არცერთ ფეხბურთელთან ცალკე არ მისაუბრია, გარდა პიკესი, რადგან მან სანაკრებო კარიერა დაასრულა და დეტალები მაინტერესებდა. სერხიო რამოსი არის ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და ჩატარებული მატჩებით იკერ კასილასს ჩამორჩება მარტო. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, კაპიტანი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი".

მეკარეები: "მე ავირჩიე ის 3 კარის დარაჯი, რომელიც ჩავთვალე რომ ამ ეტაპზე საუკეთესონი არიან ესპანეთის ნაკრებისათვის".

ნაკრების მდგომარეობა: "რეიტინგში მეცხრე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ჩემთვის ეს რეიტინგები არაფერს ნიშნავს, მთავარია გუნდი როგორ ითამაშებს".

სათამაშო სქემა: "დიდი ალბათობით 4-3-3 სქემით ვითამაშებთ და მინდა ასპილიკუეტამ ცენტრში ითამაშოს და რამოსს შეუწყვილდეს. ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 26 წელია, რითიც მოხარული ვარ".

ალბიოლის შესახებ: "ალბიოლი ძალიან გამოცდილი მცველია და ვფიქრობ, რომ მე ის მჭირდება. ასაკს ყოველთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა".

სებალიოსის შესახებ: "სებალიოსი მიიღებს სათამაშო დროს. იგი 21 წლის არის და მასში დიდ პოტენციალს და შესაძლებლობებს ვხედავ".

სარაბიას შესახებ: "სარაბია შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მე მხოლოდ 24 კაცის შეყვანა შემიძლია განაცხადში".

პაუ ლოპესის შესახებ: "მე მას "ესპანიოლიდან" ვიცნობ და ვიცი, თუ რაოდენ შესანიშნავი მეკარეა. იგი ახლა "ბეტისის" ღირსებას იცავს და მჯერა წარმატებას მიაღწევს".

შემადგენლობა: "ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის ფეხბურთელი, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, თუ რას გააკეთებს იგი მინდორზე".

კასილასის შესახებ: "არ გამოვრიცხავ, რომ კასილასი ნაკრებში დაბრუნდეს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში".

სერხი რობერტოს შესახებ: "მე მომიწია მასთან მუშაობა და ვიცი მისი შესაძლებლობები. იგი უნივერსალური ფეხბურთელია და ასეთი ფეხბურთელები მჭირდება გუნდში".

პიკეს, სილვას და რეინას შესახებ: "რეინა კასილასის მდგომარეობაშია, არც მას დაუსრულებია სანაკრები კარიერა და შესაძლოა ისიც გამოვიძახო. რაც შეეხება პიკეს და სილვას, მათ სანაკრებო კარიერა დაასრულეს".

დიეგო კოშტა და მორატა: "როგორც დიეგო კოშტა, ასევე მორატა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მე მჯერა მათი და არ დაგვავიწყდეს, რომ განაცხადში არის როდრიგო მორენოც".

წყარო: AS
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image