მარიანო: "7 ნომერი გამოწვევა და სიამაყეა"

image
მარიანოს პირველი პრესკონფერენცია..

"დღეს განსაკუთრებული დღეა, მე დავბრუნდი კლუბში, რომელმაც აღმზარდა. მე დავიხარჯები როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე მაქსიმალურად. მადრიდის "რეალი" ჩემი ოცნების კლუბია და არ გავაცრუებ იმ იმედებს, რომელიც ჩემზე დაამყარა. თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ესპანეთის ნაკრებში გამომიძახებენ, ყველაზე ბედნიერი ვიქნები მსოფლიოში".

"7 ნომრიანი მაისური ჩემთვის დიდი გამოწვევა და სიამაყეა. 7 ნომრიან მაისურს ატარებდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც ხუანიტო, ბუტრაგენიო, რაული და რონალდუ იყვნენ. მე გაოცებული ვიყავი, როდესაც 7 ნომრიანი მაისური შემომთავაზეს".

"მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით კი ფლორენტინო პერესს. განსაკუთრებული მადლობა "ლიონს" და ამ კლუბში მომუშავე თითოეულ პიროვნებას, ისინი ძალიან დამეხმარნენ და ფლორენტინომ ეს დაინახა. მე საფრანგეთში გავიზარდე და ახლა მზად ვარ დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო".

"მე ასევე მადლობას ვუხდი "სევილიას", რომელსაც ჩემი დამატება სურდა, თუმცა საქმეში "რეალი" ჩაერთო. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ხულენ ლოპეტეგიმ დამირეკა და მითხრა, რომ მე მას ვჭირდებოდი. მან დამარწმუნა იმაში, რომ "რეალში" უნდა დავბრუნებულიყავი და დიდი მიზნებისთვის მებრძოლა".

"ეს მადრიდის "რეალია", ეს დიდი ოჯახია, სადაც დიდი კონკურენციაა. მე მზად ვარ კონკურენციისათვის და სათამაშო დროისთვის ვიბრძოლო. მე თითქმის ყველა ჩემს თანაგუნდელს ვიცნობდი და მოხარული ვარ, რადგან მათ ძალიან თბილი დახვედრა მომიწყეს. მწვრთნელი გადაწვეტს როდის უნდა ვითამაშო, მაგრამ მინდა ჩემი დებიუტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგეს.

წყარო: Realmadrid.com
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image