რონალდო: "რეალი" საუკეთესო კლუბად რჩება კრიშტიანუს გარეშეც"

image
ბრაზილიელმა ლეგენდამ ინტერვიუ ჩაწერა..

"მადირიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც საუკეთესო კლუბად რჩება და "ჩემპიონთა ლიგაზე" წელსაც ფავორიტია. ჩვენ ვსაუბრობთ საუკეთესო კლუბზე და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს ამ კლუბში, ის ყოველთვის საუკეთესოდ დარჩება. ბოლო 5 გათამაშებიდან მათ 4 მოიგეს, ეს მხოლოდ კრიშტიანუს დამსახურება არ იყო, ამიტომ მასთან ერთად, თუ მის გარეშე, "რეალი" ძალიან ძლიერია. "ჩემპ. ლიგის" ერთ-ერთი ფავორიტი არის "ბარსელონაც", რამდენიმე ინგლისური კლუბიც, თუმცა "რეალი" მაინც "რეალია".

"ჩემი აზრით რაც ნეიმარმა "ბარსელონას" მაისური მოირგო, იმის შემდეგ მადრიდის "რეალს" მისი შეძენის ინტერესი არასდროს ჰქონია. რა თქმა უნდა, მათ ყოველთვის სურთ საუკეთესო ფეხბურთელები და ამ საწადელს აღწევენ. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს ნეიმარმა მოირგოს "რეალის" მაისური, თუმცა ამ ეტაპზე მასთან მოლაპარაკებები არ ყოფილა".

წყარო: AS
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image