მოდრიჩი: "რეალიდან" წასვლა? ეს მხოლოდ ჭორებია!"

image
გთავაზობთ მოდრიჩის კომენტარს..

"ძალიან გახარებული ვარ ამ ჯილდოებით. დიდი მადლობა ვინც ხმა მომცა, მადლობა თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტავს, მადლობა პრეზიდენტს და ყველას, ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო წელი ჩემს კარიერაში, მე საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მაქსიმუმს მივაღწიე. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდისთვის ღირებული ვიყო".

"რონალდუ? ალბათ მაქვს საამისო მიზეზი, რომ აქ არ არის. ვიმედოვნებ ძალიან მალე ვნახავ მას".

"რეალიდან" წასვლა? ეს მხოლოდ ჭორებია! მე საუკეთესო კლუბში ვირიცხები და არასდროს მიფიქრია აქედან აბარგება. მე ბედნიერი ვარ მადრიდში და მინდა ისტორიის წერა გავაგრძელო და ჩემი წვლილი შევიტანო. მე არ მიფიქრია მადრიდის დატოვება 6 წლის განმავლობაში და არც ახლა ვფიქრობ".

"რა თქმა უნდა არ ვღელავ. გადაღლილი ვარ და მწვრთნელთან მქონდა საუბარი. მე მის გეგმებში შევდივარ და ნამდვილად არ ვფიქრობ "რეალიდან" წასვლას. მწვრთნელმა მითხრა, რომ ვიყო მშვიდად".

"ოქროს ბურთი"? არ ვიცი რა იქნება, მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას. რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალური ჯილდო თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ".

წყარო: AS
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image