ლოპეტეგი: "მარსელოს შეცვლა? მას დასვენების საშუალება მივეცი"

image
გთავაზობთ ლოპეტეგის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას..

"მე მინდა ხაზი გავუსვა გუნდის მენტალიტეტს. ცუდი სტარტის შემდეგ, ფეხბურთელები არ დაიბნენ და საბოლოოდ ტაბლოზე ჩვენთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირეს. ჩვენი მეტოქე კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით კი პორტუ. ჩვენთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია და ამის დამტკიცებას ვაპირებთ".

"ჩემთვის არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან მყავს შესანიშნავი კარის დარაჯები. კეილორი დიდებული ფეხბურთელია და ამას ყოველთვის ამტკიცებს. ჩვენ ამ პოზიციაზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რადგან გუნდში გვყავს ძალიან გამოცდილი კარის დარაჯები. ჩვენ მატჩამდე მოვიფიქრებთ ვინ იდგება კარში და ამას მაშინ გაიგებთ, როდესაც სასტარტო შემადგენლობა გახდება ცნობილი".

"ჟირონა" შესანიშნავი კლუბია და მართლაც კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს. მათ ჰქონდათ საშუალება გაეტანათ მეორე გოლი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს".

"მარსელოს ცვლილებას რაც შეეხება, სეზონის სტარტია და მინდა რომ ფეხბურთელებს ჰქონდეთ სათამაშო დრო. ჩვენ ვიგებდით მატჩს და მე მქონდა საშუალება მიმეცა მისთვის დასვენების საშუალება, ხოლო ვარანისთვის სათამაშო დრო".

"ვარანი და მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლომდე ასპარეზობდნენ და გადაღლილები არიან. მე მათ ვაძლევ იმდენ სათამაშო დროს, რამდენიც ახლა მათთვის საჭიროა. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელები და მათ ვიყენებ, სანამ ლუკა და რაფაელი სასურველ ფორმამდე არ მივლენ და ძალებს არ აღიდგენენ".

"ვალვერდე დიდი ალბათობით "რეალში" დარჩება. მე მომწონს მისი თამაში და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს. მასში ვხედავ პერსპექტივას და რამდენიმე წელში იგი დაამტკიცებს ამ ყველაფერს".

წყარო: Realmadrid.com
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image