ლოპეტეგის პრესკონფერენცია

image
გთავაზობთ, ხულენ ლოპეტეგის წინასამატჩო პრესკონფერენციას.

მომავალ მატჩზე

"მომავალ მატჩში და ზოგადად სეზონში მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა თავიანთი ნიჭი, მოწინააღმდეგის პატივისცემა, თავდაჯერებულობა გამოავლინონ, არამხოლოდ გუნდურ თამაშში, არამედ ინდივიდუალურადაც".

"ჩვენი მიზანი "ლა ლიგის" მოგებაა, ამიტომ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ სრულიად კონცენტრირებულნი ვართ მომდევნო მატჩზე, სადაც მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ".

"როგორც მწვრთნელს, გუნდისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშოს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ყველა ფეხბურთელი სხვადასხვანაირად მოერგო თამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთ მატჩს ვატარებდით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ სუსტი მხარეები და თამაშის ასპექტი დავხვეწოთ".

გუნდზე

შესანიშნავი და ძალზედ ძლიერი შემადგენლობა მყავს. ჩვენ გვაქვს ყველა რეზერვი, რათა გუნდი შესანიშნავი გახდეს და მზად ვართ ეს დავამტკიცოთ. ყველა მოთამაშეს 100%-იანი შანსი მიეცემა, რათა თავი გამოიჩინოს. ჩემს ყველა ფეხბურთელს საქმისადმი ბრწინვალე დამოკიდებულება აქვს. ჩვენ გვინდა და ვეცდებით, რომ მატჩიდან, მატჩამდე თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. მე ვზრუნავ მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე, სხვა არ მაინტერესებს".

"სრულიად ვენდობი ყველა ჩემს ფეხბურთელს და შევეცდები, თითოეული მათგანის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინო. გუნდი მუშაობს ყოველდღე და ვხედავ, რომ მათ გამარჯვება სწყურიათ. ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ ესპანეთის ჩემპიონები".

"ხეტაფეზე"

"ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელმაც გასულ წელს "ლა ლიგაში" მე-8 ადგილი დაიკავა. "ხეტაფემ" წინასასეზონო მომზადება კარგად ჩაატარა. ამ გუნდს აქვს ძლიერი სულისკვეთება და გასულ სეზონთან შედარებით, ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს, ამიტომ ახლა მათ უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში, ვიდრე შარშან".

გოლკიპერებზე

"ნავასი და კურტუა? მე ჯერ არ მიმიღია კონკრეტული გადაწყვეტილება. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ის, რომლითაც გუნდი ისარგებლებს. ჩვენ არ შეგვიძლია 5 მეკარე დავიტოვოთ, ამიტომ მალე 3 გოლკიპერი დარჩება გუნდში. კონკურენციის გაწევა "რეალში" სასტარტოში მოსახვედრად იოლი ნამდვილად არ გახლავთ".

პენალტებზე

"მე გადავწყვეტ, ვინ შეასრულებს პენალტებს. გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომლებიც მზად არიან პენალტი შეასრულონ, მაგრამ მთავარი ეს არაა, გუნდში უამრავი სხვა პრობლემაცაა".

წყარო: Realmadrid.com
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image