კაზემირო: "კრიშტიანუმ დაამტკიცა რომ საუკეთესოა, თუმცა მასზე აღარ ვფიქრობთ"

image
გთავაზობთ კაზემიროს ინტერვიუს..

"მე არ მინდა გავამახვილო ყურადღევა ვინმეს შეცდომებზე. როდესაც ჩვენ ვიგებთ, ამაში წვლილი ყველა ფეხბურთელს შეაქვს და როდესაც ჩვენ ვმარცხდებით, ამაში დამნაშავე თითოეული ფეხბურთელია".

"ვულოცავ "ატლეტიკოს", მათ 4 გოლი გაგვიტანეს და დამსახურებულად მოიპოვეს გამარჯვება, მეტს ვერაფერს ვიტყვი".

"ტრანსფერები? მე ვერ ვეტყვი ფეხბურთელს ვინ უნდა იყიდოს და ვინ უნდა იყოს ჩვენი მწვრთნელი. ვფიქრობ იგი ყველაფერს კარგად ხედავს და იცის რა უნდა გააკეთოს. მე აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ და ჩემი მთავარი მიზანი არის გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში, ტრანსფერები ჩემი საქმე არ არის".

"კრიშტიანუმ დაამტკიცა რომ მსოფლიოში საუკეთესოა და წავიდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე, რადგან მან ეს გადაწვეტილება უკვე მიიღო და ჩვენი გუნდის წევრი აღარ არის. ჩვენი მიზანი გახლავთ ვიყოთ ერთიანნი და არ დავკარგოთ ერთიანობა".

"ეს ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. ჩვენ გვჯერა ლოპეტეგის და დარწმუნებული ვარ იგი მაქსიმუმს გააკეთებს კლუბისთვის. ჩვენ ბოლო 5 წლის განამვლობაში 4-ჯერ მოვიგეთ "ჩემპიონთა ლიგის" გათამაშება, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს".

წყარო: AS
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image