14-08-2018, 20:34

მარსელო და კაზემირო "სუპერ თასს" გამოტოვებენ?

image
ხულენ ლოპეტეგი საფიქრებელშია ჩავარდნილი.

მადრიდის "რეალის" დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი "ატლეტიკოსთვის" მზადებას განაგრძობს. ლოპეტეგის უკვე განსაზღვრული აქვს ტაქტიკა და ძირითადი შემადგენლობა "სუპერ თასის" მატჩისთვის. ერთადერთ პრობლემას, მარსელო და კაზემირო ქმნიან, რომელთა მონაწილეობაც აღნიშნულ შეხვედრაში სათუოა. "მილანის" წინააღმდეგ მატჩში, ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელები ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან.

ბრაზილიური ტანდემის ალტერნავიად, ნაჩო და სებალიოსი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ნაჩო - მარსელოს ჩაანაცვლებს, კაზემიროს - სებალიოსი. მითუმეტეს, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლოპეტეგის ძალიან მოსწონს ესპანელი ნახევარმცველი.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მოდრიჩსაც არ ძალუწს სრული მატჩის ჩატარება "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, თუმცა ხორვატი გარკვეულ სათამაშო დროს მაინც მიიღებს.

წყარო: As
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image