სარი: "აზარს არ უთქვამს, რომ წასვლა უნდა"

image
"ჩელსის" დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"კურტუას წასვლა? ეს მისი პირადი საქმეა და მე არ ვერევი მოთამაშის პირად საქმეში, მას "რეალში" გადასვლა სურდა".

"აზარი? ის ჩვენთან არის. მე ვესაუბრე 3-ჯერ, თუ 4-ჯერ მას და არ გამიგია, რომ წასვლა სურს. ის ძალიან ბედნიერია აქ. ახალი კონტრაქტი? ამაზე არ მინდა საუბარი, რადგან ეს არ არის ჩემი სამუშაო. ჩემი ამოცანაა დავეხმარო ფეხბურთელს, რომ გახდეს უკეთესი, მისი კონტრაქტი მე არ მეხება. აზარი მოხარულია, რომ ჩვენთან თამაშობს".

"შეიძლება, თუ არა აზარი და ვილიანი წავიდნენ? ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. ეს გამორიცხულია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. ჩვენ არ გვსურს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაშვება, ამიტომ ეს შეუძლებელია".

"კოვაჩიჩი? მას აქვს ბევრი სხვადასხვა თვისება, რომელიც ჩვენი თამაშის სტილს შეესაბამება. ის ძალიან ტექნიკურია და სხვადასხვა პოზიაციაზე შეუძლია ითამაშოს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის".

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image