გადაწყდა: მოდრიჩი "რეალში" რჩება » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

გადაწყდა: მოდრიჩი "რეალში" რჩება

გადაწყდა: მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩმა გადაწყვეტილება მიიღო, ის მადრიდში რჩება.

ცნობილი იყო, რომ ხორვატი ნახევარმცველით "ინტერი" ინტერესდებოდა. მილანური კლუბი 6-წლიან კონტრაქტს და ხელსაყრელ ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, თუმცა ლუკამ ოჯახთან ერთად შეაფასა სიტუაცია და გადაწყვიტა, რომ კარიერა სამეფო კლუბში განაგრძოს.

რეალურად, მოდრიჩს თავად სურდა კლუბის დატოვება. იმის გათვალისწინებით, რომ მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა ბოლო რამდენიმე სეზონი, ბევრად დაბალ ხელფასს იღებს გუნდში, ვიდრე ბეილი, რამოსი, კროოსი და ბენზემა, ამიტომ უმოკლეს დროში კლუბი გადახედავს მის კონტრაქტს და ჩვენ ველით ამ ამბის ბედნიერ დასასრულს. ეს კარგი სიახლეა, როგორც ლოპეტეგისთვის, ასევე მადრიდისტებისთვისაც.

წყარო: As

რეკლამა

{რეკლამა}