"რეალი" ტიაგოში 40-50 მლნ. ევროს იხდის » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" ტიაგოში 40-50 მლნ. ევროს იხდის

მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკი, ტიაგო ალკანტარა ახლოს არის "რეალში" გადასვლასთან.

როგორც რადიო "Onda Cero" იტყობინება, მადრიდის "რეალმა" "რეკორდმაისტერს" 40-50 მილიონ ევროანი შეთავაზება გაუკეთა, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერის თაობაზე.

წყაროს თანახმად, ტიაგომ უნდა შეცვალოს, მატეო კოვაჩიჩი, რომელიც ახლახანს "ჩელსიში" გადავიდა იჯარით.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა "ბარსელონას" აღზრდილია და ბოლო 5 წელია "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

წყარო: Onda Cero

რეკლამა

{რეკლამა}