კლოპი: "მე არ ვარ რამოსი, მე არ მინდა გამარჯვება ნებისმიერი გზით" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კლოპი: "მე არ ვარ რამოსი, მე არ მინდა გამარჯვება ნებისმიერი გზით"

კლოპი:

კლოპმა სერხიო რამოსზე და "რეალთან" დამარცხებაზე ისაუბრა..

"მე არ ვარ სერხიო რამოსი, მე არ მინდა გამარჯვება ნებისმიერი გზით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სურს "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, თუმცა მე არ ვიზამდი ისე, რომ ვინმესთვის ტრავმა მიმეყენებინა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც წინ მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მე არ ვაკრიტიკებ რამოსს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ იგი არ ფიქრობს და ისე თამაშობს, არ აფასებს მდგომარეობას. იგი უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუმცა ეს მისი დიდი მინუსია".

"ჩვენ დავმარცხდით ფინალში? არა, ეს რამოსის ბრალი იყო. მან დაზიანება მიაყენა სალაჰს. ასევე არ დავივიწყოთ "იუვენტუსთან" გამართული ფინალი და ინციდენტი კუადრადოსთან. უწყინარ სიტუაციაში, როდესაც "რეალი" დამაჯერებლად იგებდა და ჩემპიონი გახდებოდა, რამოსი ძალიან ცუდად მოექცა კუადრადოს".

"მადრიდელებმა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება არ დაიმსახურესო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. მაგრამ თუ მკითხავთ რამოსზე, მე ყოველთვის იგივეს გიპასუხებთ".

წყარო: Goal

რეკლამა

{რეკლამა}