მოდრიჩზე რამოსმა იზრუნა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მოდრიჩზე რამოსმა იზრუნა

მოდრიჩზე რამოსმა იზრუნა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპიტანმა ლუკა დაარწმუნა..

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპიტანმა ლუკა დაარწმუნა, სერიალი დასასრულს მიუახლოვდა, მოდრიჩი "რეალში" რჩება. რამოსის ძალისხმებით, მადრიდის "რეალი" და ლუკა მოდრიჩი ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. "სამეფო კლუბი" "ჩემპიონთა ლიგაზე" და მუნდიალზე დიდებული ასპარეზობის გამო, ხორვატ მაგიკოსს ახალ კონტრაქტს, გაზრდილი ხელფასით შესთავაზებს.

მოდრიჩი გაუთანაბრდება რამოსს და მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო გახდება. მისი ხელფასი ამ ეტაპზე 8 მილიონ ევროს შეადგენს და საშემოსავლოს გადახდის შემდეგ მას მხოლოდ 6.4 მილიონი ევრო რჩება. როგორც "Marca" იტყობინება, "ინტერის" შეთავაზებაზე მოდრიჩმა უარი თქვა და გადაწყვიტა დარჩეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}