10 მილიონით ნაკლები, ვიდრე კრიშტიანუ » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

10 მილიონით ნაკლები, ვიდრე კრიშტიანუ

10 მილიონით ნაკლები, ვიდრე კრიშტიანუ

კოვაჩიჩში 90 მილიონ ევროს იხდიან..

როგორც ბრიტანული გამომცემლობა "Sky Sports" წერს, მანჩესტერ "სიტი" მზად არის მადრიდის "რეალს" მატეო კოვაჩიჩის სანაცვლოდ გადაუხადოს 90 მილიონი ევრო, 10 მილიონით ნაკლები, ვიდრე მადრიდელებმა რონალდუ გაყიდეს.

გუარდიოლა მზად არის "რეალს" გადაუხადოს ის თანხა, რომელსაც მადრიდელები ითხოვენ კოვაჩიჩის გაყიდვის შემთხვევაში. თავად ხორვატმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

კოვაჩიჩი, რომელსაც ფაქტობრივად რუსეთში გამართულ მუნდიალზე არ უასპარეზია და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გუარდიოლა მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა ხორვატს. "სიტის" ჟორჟინიოს შეძენა სურდა, თუმცა მან კარიერა "ჩელსიში" განაგრძო, ახლა კი "ქალაქელების" მთავარი სამიზნე მატეო კოვაჩიჩია.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}