იარნი: "კოვაჩიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

იარნი: "კოვაჩიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

იარნი:

"რეალის" ექს-ფეხბურთელმა, რობერტ იარნიმ, მატეო კოვაჩიჩსა და ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.

"სატრანსფერო ფანჯარა არაპროგნოზირებადია, თუმცა მე ვერ დავიჯერებ, რომ მოდრიჩი "რეალს" დატოვებს. მე ვიცი, რომ მას "რეალი" უყვარს. გარდა ამისა, გუნდში არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლის", - დასძინა იარნიმ "Cadena SER"-თან ინტერვიუში.

"კოვაჩიჩს რაც შეეხება, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამეფო კლუბი დატოვა, ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა ჯერ კიდევ სრულად არ გამოუვლენია თავისი პოტენციალი. მას სჭირდება სათამაშო დრო, რაც "რეალში" არ ჰქონდა. გუნდში ისეთი მოთამაშე, როგორიც მოდრიჩია, რთულია მიიღო სათამაშო დრო".

წყარო: As

რეკლამა

{რეკლამა}