მარიანოს "რეალში" დაბრუნება არ სურს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მარიანოს "რეალში" დაბრუნება არ სურს

მარიანოს

ინტერესის მიუხედავად მარიანო უარზეა..

მარიანო დიასმა მადრიდის "რეალთან" ერთად 2016/17 წლების სეზონი გაატარა, თუმცა ზიდანი მას საკმარის სათამაშო დროს არ აძლებდა და 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლიონში" გადაბარგდა. 2017/18 წლების სეზონში, დომენიკელმა ფეხბურთელმა 21 გოლის გატანა მოახერხა და კვლავ მოხიბლა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა.

ლოპეტეგის არ სურს ფორვარდში დიდი თანხები გადაიხადოს, სწორედ ამიტომ მას მარიანოს დაბრუნება სურს, რომლის ფასიც მხოლოდ 4 მილიონი ევროთი არის გაზრდილი. მიუხედავად ყველაფრისა, თავად 25 წლის ფორვარდს არ სურს "რეალში" დაბრუნება და ბენზემას დუბლიორად ყოფნა, რადგან იცის, რომ კვლავ სათამაშო დროის გარეშე დარჩება, "ლიონში" კი იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

მადრიდის "რეალის" ახალ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის, მოუწევს რაღაც მოიფიქროს, თუ არადა ბენზემას შემცვლელად, მას ბორხა მაიორალი და რაულ დე ტომასი რჩება.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}