მოდრიჩი "ინტერში" გაშვებას ითხოვს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მოდრიჩი "ინტერში" გაშვებას ითხოვს

მოდრიჩი

"ინტერი" ლუკა მოდრიჩს არ ეშვება.

რადოო "Onda Cero"ს ღამის ერთ-ერთ გადაცემაში, შემაშფოთებელი ინფორმაცია იყო ლუკა მოდრიჩზე. ჟურნალისტი, დავიდ ალონსო აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც იტალიური პრესაში იწერება ხორვატ ნახევარმველზე სრული სიმართლეა. ლუკა აპირებს, რომ "რეალი" დატოვოს და პირადად, ფლორენტინო პერესს სთხოვს, რომ "ინტერში" გაუშვას.

მილანური კლუბი მოდრიჩს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და 60 მილიონ ევროს. 4 წელი "ინტერში" ითამაშოს და 2 წელი ჩინეთში. ლუკას ძალიან მოსწონს ეს წინადადება, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სპორტული თვალასაზრისითაც. "ნერაძურის" წარმომადგენლები თვლიან, რომ 32-წლის ფეხბურთელს შეუძლია "ჯუზეპე მეაცაზე" გახდეს გუნდის ლიდერი.

ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოდრიჩის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება, მატეო კოვაჩიჩის სიტუაციისაგან. პირველ რიგში, ძალიან მადლობელია "რეალი" მოდრიჩის და პერესი, თუ არ დაეთანხმება მის წასვლას, ხორვატიც ბუნტს არ ატეხავს და გუნდში შექმნილ ატმოსფეროს არ გააფუჭებს.

წყარო: Onda Cero

რეკლამა

{რეკლამა}