კურტუა - "რეალის" ახალი ფეხბურთელი » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კურტუა - "რეალის" ახალი ფეხბურთელი

კურტუა -

ტიბო კურტუას ბიოგრაფია.

ტიბო კურტუა 1992 წლის, 12 მაისს, ბრიში (ბელგია) დაიბადა. რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიელი საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მისმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.

26-წლის, კურტუას უკვე დიდი გამოცილება აქვს დაგროვილი ევროპულ ფეხბურთში, მან მოიგო ესპანეთის, ინგლისის და ბელგიის ჩემპიონატები. იგი გამოირჩევა თავისი სიმაღლითაც (1,99) და ძალიან კარგი რეაქციით. ტიბო "გენკის" აღზრდილია და მისი დებიუტი პირველ გუნდში 2008/09 წლების სეზონში შედგა, სადაც 2 წელი ითამაშა. 2011 წელს ბოლო სეზონში, ის გახდა ბელგიის ჩემპიონი და წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

2011 წელს კურტუა "ჩელსმა" იყიდა და არენდით "ატლეტიკოში" გაუშვა, სადაც 3 წელი ითამაშა. "ატლეტიკოსთან" ერთად მან "ევროპის ლიგა", ევროპის "სუპერ თასი", "ლა ლიგა" და ესპანეთის თასი მოიგო, ასევე ორჯერ გახდა "ზამორას თასის" გამარჯვებული 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში. ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის, ნოემბერში ჰქონდა დებიუტი, ის მხოლოდ 19 წლის იყო და ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, რომელსაც ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

"ოქროს ხელთათმანი" "პრემიერ-ლიგა"

კურტუა "ჩელსში" 2014 წელს დაბრუნდა, სადაც "პრემიერ-ლიგა" ორჯერ 2014/15 და 2016/17 წლების სეზონში მოიგო, ასევე ინგლისის თასი 2017/18 წლების სეზონში და ლიგის თასი 2014/15 წლების სეზონში. მისმა გუნდმა 2016/17 წლების სეზონში "პრემიერ-ლიგაში" ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა (16 მატჩში გოლი არ გაუშვია) შესაბამისად, ტიბოს "ოქროს ხელთათმანი" გადაეცა.

ჯილდოები:

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე
2 - "ზამორას თასი"
"პრემიერ-ლიგის" საუკეთესო მეკარე
2 - "პრემიერ-ლიგა"
1 - "ლა ლიგა"
1 - ბელგიის ჩემპიონიატი
1 - "ევროპა ლიგა"
1 - ესპანეთის თასი
1 - ევროპის "სუპერ თასი"
1 - ინგლისის ასოციაციის თასი
1 - ინლისის თასი

კარიერა:

"გენკი" - (2008-2011)
"ატლეტიკო" - (2011-2014)
"ჩელსი" - (2014-2018)
"რეალი" - (2018-)

წყარო: Realmadrid.com

რეკლამა

{რეკლამა}