პანუჩი: "რეალს" რონალდუს და ზიდანის გარეშე რთული სეზონი ელის" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

პანუჩი: "რეალს" რონალდუს და ზიდანის გარეშე რთული სეზონი ელის"

პანუჩი:

გთავაზობთ კრისთიან პანუჩის ინტერვიუს..

"იუვენტუსი" ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. ეს საშუალებას მისცემს დიდ მოთამაშეებს გადავიდნენ "სერია ა"-ში. კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ იგი იტალიაში წარმატებას მიაღწევს. კრიშტიანუს სისხლში აქვს ჩემპიონობა და სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა "იუვენტუსს".

"კრიშტიანუს და ზიდანის გარეშე, შეიძლება მადრიდელებისთვის რთული სეზონი გამოვიდეს, რადგან არ არის მარტივი მათი შეცვლა. მათ ზედიზედ სამჯერ მოიგეს "ჩემპიონთა ლიგა", რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს".

"ჩემი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა, მადრიდის "რეალის" დატოვება გახლავთ. ახლა რომ ვფიქრობ ამაზე, ძალიან ვწუხვარ, თუმცა ვეღარაფერს შევცვლი, ამიტომ ამაზე ვცდილობ არ ვიფიქრო".

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}