ენცო: "შემაფასეთ მე, თუმცა არა ისე, როგორც ზიდანის ვაჟი" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ენცო: "შემაფასეთ მე, თუმცა არა ისე, როგორც ზიდანის ვაჟი"

ენცო:

ენზო ზიდანმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა..

"ყოველთვის ისმის კითხვა, რატომ ენცო და არა ზიდანი.. ეს ნათელია, მე ჩემი გვარის გამო ყოველთვის დიდი ზეწოლის ქვეშ მიწევს ყოფნა. როდესაც მინდორზე გავდივარ, ჩემზე მოთხოვნა დიდია და ყველა მე მაკვირდება, მე ხომ ზინედინის შვილი ვარ".

"ძალიან რთულია იყო ზიდანი და რაღაც არ გამოგდიოდეს, როგორც ეს მამას გამოსდიოდა. ძალიან ბევრი კრიტიკა არის, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და გავაგრძელო მუშაობა. მე ვარ ენცო, მართალია ვარ ზინედინის ვაჟი, მაგრამ მე ჩემი კარიერა მაქვს".

"22 წლის ვიყავი, როდესაც "რეალის" პირველ გუნდში უნდა მეთამაშა, თუმცა მე აკადემიიდან წასვლა გადავწყვიტე. მე მინდოდა გავზრდილიყავი როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი, არ მსურდა რომ ეთქვათ: ზიდანის შვილია და ამიტომ თამაშობს. "რეალი" საუკეთესო კლუბია მსოფლიოში, თუმცა მე სხვა გზა ვარჩიე".

"ძალიან ძნელია მოძებნო სივრცე, სადაც არ იფიქრებ "სამეფო კლუბზე", მაგრამ სჯობს ასე იყოს. მე ენცო ვარ, ზიდანის ვაჟი, თუმცა შემაფასეთ მე.. ნუ შემაფასებთ ისე, როგორც მამაჩემს აფასებდით".

წყარო: Goal

რეკლამა

{რეკლამა}