სანჩესი: "ჩელსიმ" "რეალს" კურტუა აჩუქა" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

სანჩესი: "ჩელსიმ" "რეალს" კურტუა აჩუქა"

სანჩესი:

გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ყოფილი კარის დარაჯის, სესარ სანჩესის კომენტარს..

"მადრიდის "რეალის" მიზანი ყოველ წელს უცვლელია. მათ სურთ იყვნენ საუკეთესოები და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. მრავალწიანი წარმატების შემდეგ, ვფიქრობ მადრიდელები გაჩერებას არ აპირებენ და კვლავ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ".

"ჩემი აზრით მსოფლიოში დღეს კეილორ ნავასი ყველაზე კონკურენტუნარიანი გოლკიპერია. მას შეულია გააკეთოს ისეთი წარმოუდგენელი სეივები, როგორზეც სხვა მხოლოდ ოცნებობს. მას მოუწევს ბრძოლა საკუთარი ადგილისათვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მწვრთნელი გადაწვეტს ვინ იქნება პირველი ნომერი".

"კურტუა შესანიშნავი ახალგაზრდაა, რომელიც "რეალმა" შესანიშნავ ფასად შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ სატრანსფერო ბაზრის ფასებს, შეიძლება ითქვას, რომ კურტუა ნაჩუქარია. ბელგიელი მადრიდელების შესანიშნავი შენაძენია, რომელიც მომავალში შესანიშნავად განვითარდება".

"კეპა ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ 80 მილიონი ევრო გადამეტებულია. საერთოდ ახლა ძალიან გაბერილია ფასები და შეიძლება ითქვას, რომ კეპა ეს ფასი ღირდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მე ვთამაშობდი, ასეთ თანხებს ფეხბურთელებში, მითუმეტეს მეკარეებში, არ იხდიდნენ".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}