ყველაზე დიდი კონკურენცია მეკარის პოზიციაზე » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ყველაზე დიდი კონკურენცია მეკარის პოზიციაზე

ყველაზე დიდი კონკურენცია მეკარის პოზიციაზე

"რეალში" ყველაზე დიდი კონკურენციაა..

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობან წინასწარ გააფრთხილა კეილორ ნავასი, რომ ისინი აპირებდნენ ტიბო კურტუა შეეძინათ და კოსტა-რიკელი ფეხბურთელი ყველაფრის საქმის კურსში იყო თავიდანვე. კლუბმა მისცა კეილორს გადაწვეტილების მიღების საშუალება, თუ იგი დარჩებოდა კლუბში, მის ამ გადაწვეტილებას მიესალმებოდნენ, ხოლო იგი გუნდის დატოვებას გადაწვეტდა, ამას გაიგებდნენ. როგორც "ESRadio" გვატყობინებს, "ჩემპიონთა ლიგის" 3 გზის გამარჯვებულმა მადრიდში დარჩენა და ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა, როგორც ჩანს იგი მზად არის კონკურენციისათვის.

ნავასი აპირებს კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს კლუბში, ანუ 2020 წლამდე. კეილორი კმაყოფილია ხელმძღვანელობის პოლოტიკით და მზად არის ბოლომდე იბრძოლოს პირველი ნომრისთვის. ფაქტია, რომ კიკო კასილია არ იყო ნავასის ღირსეული კონკურენტი და მას არ ჰქონდა იმდენი მოტივაცია, რაც ტიბო კურტიას ტრანსფერის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს. კურტუა აშკარად ისეტი კონკურენტია რომ ნავასს მოდუნების საშუალება არ ექნება. საბოლოოდ გადაწვეტილებას მაინც ხულენ ლოპეტეგი მიიღებს და ვნახოთ, ვინ რომელ ჩემპიონატში ითამაშებს და რომელ კარის დარაჯს რა როლი ექნება.

კიკო კასილიას რაც შეეხება, მან უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას რომ ახალ კლუბს ეძებს და კლუბმა მას მწვანე შუქი აუნთო. "სამეფო კლუბის" აღზრდილი ფეხბურთელი მიხვდა, რომ მისი მადრიდული კარიერა დასრულდა და დროა სხვა კლუბში გადაბარგების.

ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მოხდება ანდრეი ლუნინთან დაკავშირებით. კლუბი რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწვეტილებას, "კასტილიაში" ითამაშოს ლუნინმა, თუ არენდის წესით გადაბარგდეს სხვაგან, რათა ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა და მიიღოს გამოცდილება. მისი კლუბში დარჩენის შემთხვევაში, შანსები რომ იგი ითამაშებს, ძალიან მცირეა, ამიტომ კლუბი მის განათხოვრებას აპირებს "ლა ლიგის" რომელიმე კლუბში. ხოლო ზიდანს რაც შეეხება, იგიც დატოვებს გუნდს და კარიერას სხვაგან განაგრძობს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}