"რეალი" ნახევარდაცვას არ გააძლიერებს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" ნახევარდაცვას არ გააძლიერებს

როგორც ჩანს მადრიდელები გაჩერებას არ აპირებენ..

როგორც "COPE" იტყობინება, მადრიდის "რეალი" გაჩერებას აპირებს და ამჯერად ნახევარდაცვას არ გააძლიერებს. წყარო ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და "რეალი" არ არის დაინტერესებული არც პიანიჩით, არც ტიაგოთი და არც მილინკოვიჩ-სავიჩით. "სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა კმაყოფილია მათი სასტარტოთი (მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი) და თვლიან რომ სათადარიგოთა სკამზე შეასნიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ ისკოს, ასენსიოს, ვასკესის, ლორენტესა და სებალიოსით. მადრიდელთა აზრით გუნდის ნახევარდაცვა სრულიად დაკომპლექტებულია.

ასევე კლუბმა "ჩელსიში" გაანათხოვრა მატეო კოვაჩიჩი გამოსყიდვის უფლების გარეშე და იგი 2019 წლის ზაფხულში მადრიდულ გრანდს დაუბრუნდება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ხულენ ლოპეტეგი კმაყოფილია ურუგვაელი კასტილიელის, ფედერიკო ვალვერდეს თამაშით და სავარაუდოდ იგი დაწინაურდება პირველ გუნდში.

წყარო: COPE

რეკლამა

{რეკლამა}