კრიშტიანუ მარსელოს "იუვენტუსში" იხმობს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კრიშტიანუ მარსელოს "იუვენტუსში" იხმობს

კრიშტიანუ მარსელოს

რონალდუ მარსელოს ტურინში ეპატიჟება..

მადრიდის "რეალს" მომდევნო დღეებში კიდევ ერთი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ამჯერად მადრიდელების მიზანი, მარსელოს კლუბში დატოვება იქნება, რომელსაც მისი საუკეთესო მეგობარი, კრიშტიანუ რონალდუ, "იუვენტუსში" უხმობს. დღეს იტალიურმა "Tuttosport"-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ბრაზილიელი მარცხენა მცველი, ძალიან ხშირად ლაპარაკობს პორტუგალიელ თავდამსხმელთან.

იტალიური გამომცემლობის ინფორმაციით, მარსელო მოხარული იქნება კვლავ ითამაშოს საუკეთესო მეგობრის გვერდით და ის ტურინზე უკვე ფიქრობს. პორტუგალიელი დაჟინებით მოითხოვს, რომ მარსელომ "იუვენტუსის" მაისური მოირგოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თავად ბრაზილიელს ძალიან უყვარს "რეალი" და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მადრიდული გრანდი დატოვოს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}